|
2018-06-01 20:59:04, 1348 ნახვა
კომენტარი
ზაზა სარალიძე: ვიღებ პასუხისმგებლობას და პირადად მოვითხოვ, გადადგეს მთავრობა!
დაე, იყოს ჩემი შვილი მსხვერპლი, რათა მომავალი თაობა არ განადგურდეს, - ასე მიმართა ზაზა სარალიძემ პარლამენტის შენობის წინ შეკრებილ მომიტინგეებს. ზაზა სარალიძე მთავრობის გადადგომას მოითხოვს და აცხადებს, რომ უკან დახევას არ აპირებს. „აქ ვხედავ ისეთ პლაკატებს-„არა პარტიულობას“. ეს პირადად ჩემი შვილის შეურაცხყოფაა. აქ პოლიტიკური პარტია არაფერ შუაში არ არის გთხოვთ ასეთი პლაკატებისა და ასეთი ხმაურისგან თავი შეიკავოთ. ძალიან გთხოვთ. ჩვენს რიგებში თუ არიან პოლიტიკური პარტიები მე მათ ვუყურებ, როგორც საქართველოს მოქალაქეებს, მე არ ვიცი ვის რა პოლიტიკური შეხედულება აქვს. ძალიან გთხოვთ, ნუ გააიგივებთ შვილმოკლულ ოჯახებს პოლიტიკურ პარტიებთან. ძალიან მიმძიმს ასეთი განცხადების გაკეთება, მაგრამ იძულებული გამხადა სისტემამ მე დღეს და სისტემის მფარველებმა. თითქოს მათ შექმნეს რაღაც ჯგუფები რომლებიც დაიწყებენ გამოძიებას, გამოძიება აღარ არსებობს, მოწმეები აღარ არსებობს, მტკიცებულებები აღარ არსებობს, გამოძიება ვეღარ ჩატარდება. კიდევ უნდათ რომ მომატყუონ მე ამას არ დავუშვებ. ბედნიერი ვარ იმით, რომ საქართველოს შვილები ერთად ვიბრძვით რელიგიური მრწამსი და პოლიტიკურობის მიუხედავად მე ყველა გიყურებთ როგორც ჩემს დებსა და ძმებს, შვილებს. არცერთი დამნაშავე პირი, რომელის სრული საფუძველი აქვთ, რომ დაკავებული იყოს არ აპირებენ არაფერს. არ აპირებენ იმიტომ,რომ სისტემის მფარველმა მთავრობამ ომი გამოგვიცხადა და არ აღელვებთ ჩვენი მომავალი. ვიღებ პასუხისმგებლობას და პირადად მოვითხოვ მთავრობა გადადგეს...მოვითხოვ კვირიკაშვილი გამოვიდეს და დატოვოს თანამდებობა“,-განაცხადა სარალიძემ.
"ერთად გამარჯვებისთვის!" - ოპოზიციის ალიანსი დღეს საპროტესტო აქციას გამართავს
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
აშშ-ის სამხედროებმა სამხრეთ ირანში დარტყმები განახორციელეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)