|
2018-06-01 17:37:40, 1270 ნახვა
კომენტარი
შვილმკვდარი დედა ახალგაზრდებს: 73 წლის ქალი მოგიწოდებთ თავი არავის დააჩაგვრინოთ
აქ მოვედი ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდასაჭერად, - ამის შესახებ მშვილმკვდარმა დედამ და პარლამენტთან მიმდინარე აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ განაცხადა. როგორც ქალბატონმა აღნიშნა, მისი შვილი 12 წლის წინ, რუსთაველის გამზირზე დიდი სიჩქარით მმოძრავმა ავტომობილმა შეიწირა. მანვე დასძინა, რომ აღნიშნული ფაქტის გამო არავინ დასჯილა. "მეც შვილმკვდარი დედა ვარ. ჩემი შვილი ამ გამზირზე მოკლეს- ის ვიღაცის ქეიფს შეეწირა, მანქანამ გაიტანა და სამართალი ვერ ვნახე. საქმე 3 თვეშ დაიხურა. ყველაფერი ნათელი იყო. მადლობას ვუხდი სარალიძეს და მაჩალიკაშვილს, რადგან მათ გააგრძელეს ბრძოლა. მე ეს ვერ გავაკეთე. ესკლესიაში დავემხე. ეკლესიაშიც უნდა მევლო და უნდა მებრძოლა იმისთვის, რომ ჩემი შვილის მკვლელი გასამართლებულიყო. 12 წლის შემდეგ, მე მას ყველაფერს ვპატიობ, მაგრამ არ ვაპატიებ, რომ რომელიმე ჩემი შვილიშვილს თმა ჩამოუვარდეს არაკანონიერად. თაყვანს ვცემ ზაზა სარალიძეს და მალხაზ მაჩალიკაშვილს, მუხლებზე დავიჩოქები, მაგრამ ხეიბარი ვარ. დავიჩოქები ყველას წინაშე ვინც იბრძვის თავისუფლებისთვის, ახალგაზრდობისთვის, გენაცვალეთ პატარა ბიჭებო და გოგოებო. 73 წლის ქალი კი არ გაქეზებთ, არამედ მოგიწოდებთ თავი არავის დააჩაგვრინოთ. აქ პოლიტიკა არაფერ შუაშია. გვინდა მომავალმა თაობამ იცოცხლოს და გაიხაროს. მხარს ვუჭერ ყველას აქციას. მხარს არ ვუჭერ ნარკოტიკს, მაგრამ მხარს ვუჭერ იმას, რომ კლუბი უნდა იყოს. მაგრამ არა ნარკოტიკული საშუალებებით გაჯერებული. ამ ფულით გატენილ ჩინოსნებს და მთავრობას შვილები საზღვარგარეთ ჰყავთ, რომლებიც იქ მაგრად ერთობიან, ჩვენმა შვილებმა რა დააშავეს. ჩვენი ასეთი მდიდარი ქვეყანა, რატომ არის ასეთი უბედური?!", - განაცხადა აქციის მონაწილე ქალბატონმა.
"ერთად გამარჯვებისთვის!" - ოპოზიციის ალიანსი დღეს საპროტესტო აქციას გამართავს
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
აშშ-ის სამხედროებმა სამხრეთ ირანში დარტყმები განახორციელეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)