|
2018-06-01 16:29:44, 1334 ნახვა
კომენტარი
სარალიძის ადვოკატი: პროკურატურა ისე იქცევა, თითქოს დიდი მუშაობა გაწია
დავით სარალიძის ადვოკატის, ნესტან ლონდარიძის განცხადებით, მხოლოდ საქმის შსს-თვის გადაცემა არ ნიშნავს იმას, რომ სამართლიანობა ნამდვილად აღდგება. სარალიძის ადვოკატის თქმით, მათ არ აქვთ გამოძიებისადმი ნდობის საფუძველი. ამის დასტურად ლონდარიძეს ნივთმტკიცებების დაზიანება, მათ შორის, იმ ფარდულის განადგურება მოჰყავს, სადაც მკვლელობა მოხდა. „მთავარია, რა ნაბიჯები იქნება შემდგომში გადადგმული. ვხედავთ, პროკურატურა მოდის სასამართლოში და აცხადებს, რომ ის იბრძოლებს იმ ვერსიისთვის, რასაც აყენებდა გასული თვეების განმავლობაში, გაასაჩივრებს საქმეს სააპელაციოში. ამით იმის აღიარება კი არ ხდება, რომ პროკურატურამ შეიძლება ჩაიდინა კანონსაწინააღმდეგო ქმედებები, ისეთ შთაბეჭდილებას ქმნიან, რომ პროკურატურამ დიდი საქმე გასწია და ახლა მხოლოდ იმის გამო ხდება ეს ყველაფერი, რომ დაზარალებული მხარე დაარწმუნონ მის კეთილგანწყობაში. სასამართლოს ამ განაჩენმა მოგვცა შესაძლებლობა, ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ დაისაჯოს ყველა ის პირი, ვინც მკვლელობაში მონაწილეობდა. ასევე საყურადღებოა, რომ მკვლელობის მცდელობისა და მკვლელობისთვის მისჯილ განაჩენებს შორის მხოლოდ თვეებია სხვაობა. ეს განაჩენი ბევრ რამეზე მეტყველებს“, - აღნიშნა ლონდარიძემ.
"ერთად გამარჯვებისთვის!" - ოპოზიციის ალიანსი დღეს საპროტესტო აქციას გამართავს
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
აშშ-ის სამხედროებმა სამხრეთ ირანში დარტყმები განახორციელეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)