|
2018-06-01 00:53:05, 1131 ნახვა
კომენტარი
პრემიერი: როგორც კი დავრწმუნდები, რომ ჩემს მიერ თანამდებობის დატოვება წაადგება ქვეყანას, არც ერთი წამით არ დავფიქრდები
ჩემი თანამდებობა არც ერთი ადამიანის უბედურებად არ მიღირს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, როგორც კი დადგება მისი თანამდებობიდან გადადგომის საჭიროება ის უკან არ დაიხევს. კვირიკაშვილის თქმით, ის იღებს პასუხისმგებლობას იმაზე, რომ გამოძიებამ უახლოეს პერიოდში ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით შედეგი დადოს. "პირადად გავაკონტროლებ და ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ დროის ტექნიკურად შესაძლებელ, უმცირეს მონაკვეთში, და ხვალ დილიდან მექნება საუბარი ამაზე, დავდებთ შედეგს და ეს იქნება პასუხი საზოგადოების მიერ დასმულ კითხვებზე და ამ გამოწვევაზე პოლიტიკური პასუხი ჩვენი მხრიდან. მინდა ბოლოს ვთქვა, რომ ჩემი თანამდებობა არც ერთი ადამიანის უბედურებად არ მიღირს. როგორც კი დავრწმუნდები, რომ ჩემს მიერ თანამდებობის დატოვება წაადგება ქვეყანას, თუნდაც ოდნავ გააუმჯობესებს და განმუხტავს სიტუაციას, არც ერთი წამით ამ ნაბიჯის გადადგმაზე არ დავფიქრდები. დღეს ეს მომენტი არ დამდგარა. ჩემთვის მთავარია საზოგადოების შეკითხვებს უმოკლეს ვადებში პასუხები გავცეთ და ქვეყანაში სტაბილურობა შევინარჩუნოთ", - განაცხადა კვირიკაშვილმა. ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ აქციის მონაწილეებთან პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მივიდა, თუმცა მომიტინგეებმა მას სხვადასხვა ნივთები ესროლეს და სიტყვის დასრულების საშუალება არ მისცეს. მთავრობის ადმინისტრაციასთან ათასობით ადამიანი ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში დამნაშავეების დასჯას და მთავრობის გადადგომას ითხოვს.
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
აშშ-ის სამხედროებმა სამხრეთ ირანში დარტყმები განახორციელეს
მარკო რუბიო - ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით მდგრადი უსაფრთხოების, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ მათ სწრაფვაში
ხორვატია, ბულგარეთი და სერბეთი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)