|
2018-05-29 20:47:32, 1439 ნახვა
სამართალი
საკონსტიტუციო სასამართლო ხვალ მარიხუანას მოხმარებისთვის ადმინისტრაციული ჯარიმის გაუქმების საკითხს განიხილავს
საკონსტიტუციო სასამართლო ხვალ, 11:00 საათზე, ზურაბ ჯაფარიძისა და ვახტანგ მეგრელიშვილის ერთობლივ სარჩელს განიხილავს, რომელიც მარიხუანას მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სასჯელის გაუქმებას ეხება. როგორც „გირჩის“ პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, მას აქვს მოლოდინი, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მიყვება იმავე ლოგიკას, რა ლოგიკაც გამოიყენა საქმე #732-თან მიმართებაში. „მოლოდინი გვაქვს, რომ სასამართლო მიყვება იმავე ლოგიკას, რა ლოგიკაც გამოიყენა საქმე #732-თან მიმართებაში და გამოიტანს შესაბამის დადგენილებას, რაც ნიშნავს იმას, რომ მარიხუანას მოხმარებაზე 500-ლარიანი ადმინისტრაციული სასჯელი გაუქმდება. სხვა რა ლოგიკა შეიძლება, განავითაროს სასამართლომ, ჩემთვის წარმოუდგენელია. ამიტომ, პოზიტიური მოლოდინები გვაქვს“, - აცხადებს ჯაფარიძე. შეგახსენებთ, 2017 წლის 30 ნოემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაციას მხარი დაუჭირა. მოსარჩელე გივი შანიძე, რომელსაც სამართლებრივ დახმარებას "გირჩი" უწევდა, საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან (პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება) მიმართებით, სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების "ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება" იმ ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვდა, რომელიც ითვალისწინებდა პასუხისგებლობას მარიხუანას მოხმარებისთვის. საკონსტიტუციო სასამართლომ შანიძის სარჩელი დააკმაყოფილა.
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)