|
2018-05-29 14:54:49, 1026 ნახვა
სამართალი
სახალხო დამცველმა „აიისას“ საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა
საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს შპს „აიისას“ საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა. დოკუმენტში საუბარია გამოხატვის თავისუფლებით დაცულ სფეროსა და მისი მართლზომიერი შეზღუდვის სტანდარტებზე, რაც სასამართლოს განსახილველი საკითხის სათანადოდ შეფასებაში დაეხმარება. "თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 4 მაისის დადგენილებით, პრეზერვატივების მწარმოებელი კომპანია „აიისა–ს“ დამფუძნებელი ანი გაჩეჩილაძე 500 ლარით დაჯარიმდა. პროდუქტზე განთავსებული წარწერები და გამოსახულებები მიჩნეულ იქნა არაეთიკურ რეკლამად, რომელიც რელიგიის მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვებისა და შედარებების გამოყენებით, არღვევდა საყოველთაოდ აღიარებულ ჰუმანურ და ზნეობრივ ნორმებს, ხელყოფდა რელიგიურ სიმბოლოებს, ეროვნულ და ისტორიულ საგანძურს, ძეგლებს. რეკლამის წარმოების და მისი გავრცელების წესების დარღვევისთვის სამართალდამრღვევად ცნობილ პირს სასამართლომ ასევე აუკრძალა პროდუქტზე განთავსებული გარკვეული რეკლამების გავრცელება/განთავსება და დაავალა გავრცელებული/განთავსებული არაეთიკური რეკლამების ამოღება საქართველოს სასაქონლო ბაზრიდან. წინამდებარე საქმე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც უკავშირდება ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლების, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ფარგლებს. შესაბამისად, მსგავს საქმეებზე სასამართლოს მიერ გაკეთებულ განმარტებებს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებაში. აღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველმა სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომაზე, რომლის თანახმადაც რეკლამაში რელიგიასთან მჭიდროდ დაკავშირებული გამოსახულებების გამოყენების აკრძალვის ან ამისთვის ჯარიმის დაკისრების მართლზომიერებაზე მსჯელობისას, მნიშვნელოვანია შემოწმდეს, თუ რამდენად აუცილებელია გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისთვის გამოყენებული ამგვარი ღონისძიებები დემოკრატიულ საზოგადოებაში. ამასთან, მსგავსი შეფასება არ უნდა ეფუძნებოდეს დეკლარაციულ და ბუნდოვან განცხადებებს, არამედ საფუძვლიანად უნდა დასაბუთდეს. სახალხო დამცველის მითითებით, მნიშვნელოვანია სააპელაციო სასამართლომ საჩივრის განხილვის ფარგლებში ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ გამოხატვის თავისუფლებით დაცულია არა მხოლოდ ის ინფორმაცია და იდეები, რომელთაც იზიარებს საზოგადოება ან არ არის შეურაცხმყოფელი ან მისდამი ინდიფერენტული დამოკიდებულებაა, არამედ ისეთებიც, რომელიც შეურაცხყოფს, შოკის მომგვრელია და აწუხებს სახელმწიფოს ან საზოგადოების ნებისმიერ ჯგუფს. შესაბამისად, სახალხო დამცველი მიმართავს სასამართლოს, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საკითხზე მსჯელობისას მხედველობაში მიიღოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ დადგენილი კრიტერიუმები", - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)