|
2018-05-28 14:36:24, 1256 ნახვა
სამართალი
EMC: ადვოკატებსა და ექსპერტებს მაჩალიკაშვილის საქმის მტკიცებულებებზე წვდომა ამ დრომდე არ აქვთ
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, EMC თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე მიმდინარე გამოძიების პროცესის ხარვეზებს ეხმიანება. EMC პროკურატურასა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს კანონიერი გადაწყვეტილებების მიღებისკენ მოუწოდებს. “მასალების გაცნობის მოთხოვნით EMC-მ თბილისის პროკურატურას ჯერ კიდევ 2018 წლის 14 თებერვალს მიმართა, რაზეც უწყების მიერ უარი გვეთქვა იმ არგუმენტით, რომ განმცხადებლების მიერ არ იყო წარდგენილი განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ მასალებზე დაშვებაზე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაცემული ნებართვა. მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურის ამ გადაწვეტილებას ორგანიზაცია დაუსაბუთებლად მიიჩნევდა, თ. მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრების ინტერესების საუკეთესო დაცვის და მასალებზე წვდომის მიღების მიზნით, EMC–იმ განცხადებით მიმართა სუსს და მოითხოვა მასალებზე წვდომის ნებართვის მიღება. ორგანიზაციის ეს მოთხოვნა სუსის 2018 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა იმ არგუმენტით, რომ ორგანიზაციას, რომელიც სახელმწიფო ორგანოს/იურიდიულ პირს არ წარმოადგენს, არ გააჩნია უფლება ჰქონდეს დაშვება სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციაზე. EMC-ის შეფასებით, სუსის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ კანონით დადეგნილ რეგულაციებს, რომელიც სახელმწიფო ორგანოების/იურიდიული პირების მიღმა, ადგენს ფიზიკური პირის შესაძლებლობას შესაბამისი პროცედურების დაცვით მიიღოს ინდივიდუალური დაშვება საიდუმლო ინფორმაციაზე. სუს-ის აღნიშნული გადაწყვეტილება, სასამართლოში მის გასაჩივრებამდე, 2018 წლის 24 მაისს EMC-იმ ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის წინაშე გაასაჩივრა. საჩივარში EMC კიდევ ერთხელ ასაბუთებს განსახილველ ინფორმაციაზე წვდომის საჭიროებასა და მნიშვნელობას. EMC უთითებს, რომ მასალების გაცნობის გარეშე ადვოკატებს არ აქვთ შესაძლებლობა სათანადოდ განახორციელონ მიმდინარე გამოძიების პროცესზე ზედამხედველობა და ეფექტიანად და რეალურად დაიცვან დაზარალებული პირის ინტერესები და უფლებები გამოძიების წინაშე", - წერია განცხადებაში.
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)