|
2018-05-28 13:07:26, 1961 ნახვა
კომენტარი
ირაკლი მამალაძე: მივმართავ საპატრიარქოს, დეკანოზ გიორგი მამალაძის სექსუალური ტიპის დანაშაული გამოიკვლიოს (ვიდეო)
ე.წ. ციანიდის საქმის მთავარი მოწმეს, ირაკლი მამალაძეს პროკურატურასთან და საპარტიარქოსთან კითხვები აქვს. როგორც მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, კითხვები საპატრიარქოს დაცვის ყოფილ წევრ ტარას შავშიშვილს, პატრიარქის დაცვის ყოფილ უფროსს სოსო ოხანაშვილს და დეკანოზ გიორგი მამალაძეს უკავშირდება. „პირველი სად გაქრა "უდანაშაულო" სოსო ოხანაშვილი? მეორე რა უნდოდა პედოფილიაში ბრალდებულ ტარას შავშიშვილს საპატრიარქოს დაცვაში? ეს ადამიანი 53-ე სკოლიდან გამოაძევეს რადგან პატარა გოგოებს დასდევდა და მესამე, მივმართავ საპატრიარქოს რატომ არ არის შესწავლილი და მოკვლეული მამა გიორგის საქმიანობა დონეცკის ოლქში, სადაც ის ეწეოდა მღვდელმსახურებას და რომელიც არის ასევე შემჩნეული ძალიან მძიმე სახის სექსუალურ დანაშაულში, ამის გამო მას მანქანა დაუწვეს, დღეს კი ეს ადამიანი ამბობს, რომ ციანიდი სჭირდებოდა ადამიანების დასახმარებლად“, - განაცხადა მამალაძემ. მამალაძეს ასევე აინტერესებს, რატომ მუაობდა მამა გიორგი ორ საკვანძო თანამდებობაზე და რა დამსახურებისთვის ჩამოკიდეს მას ორი ჯვარი. "ის იყო ქონების მართვის სამსახურის უფროსი და საპატრიარქოს კლინიკის ხელმძღვანლად დანიშნეს. ამ კითხვებზე ვითხოვ პასუხს და ასევე იმაზე თუ სადაა ეს "ნათელი" სამი პიროვნება დღეს?",- აღნიშნა მამალაძემ. ირაკლი მამალაძემ ასევე ისაუბრა, გუშინ „რუსთავი 2“-ის ეთერში გადაცემა "პოსტსკრიპტუმში" გასული სიუჟეტის შესახებ. "ნუთუ ამ ტელეკომპანიამ, სიუჟეტის მომზადების დროს, ვერ იპოვა ვერცერთი ოქრომჭედელი, რომელიც იტყვის, რომ დიახ, მე ციანიდს გამოვიყენებ ჩემს საქმიანობაში. არამგონია, რომელიმე ოქრომჭედელს ციანიდი სჭირდებოდეს საქორწინო ბეჭდის დასამზადებლად, რუსთავი 2-ის სიუჟეტიდან ყოველთვის ჩანს, რომ თითქოს მამა გიორგი არის ფრთიანი ანგელოზი და მას ციანიდი სჭირდებოდა კეთილი საქმიანობისთვის",- განაცხადა ციანიდის საქმის მთავარმა მოწმემ.
სალომე უბირია
მარკო რუბიო - ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით მდგრადი უსაფრთხოების, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ მათ სწრაფვაში
ხორვატია, ბულგარეთი და სერბეთი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
ჩინეთის პრემიერი ლი ციანი - ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა კარგად ვითარდება
ერდოღანი - ვულოცავთ ქართველ ხალხს, მეზობელი და მეგობარი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)