|
2018-05-28 11:12:05, 1432 ნახვა
ეკონომიკა
ყველაზე ახალგაზრდა მევენახე გოგონა შულავერიდან
ლიკა ბოჭორიშვილი მარნეულის რაიონის სოფელ შულავერში ცხოვრობს. იგი რუსთავის შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმის მე-10 კლასის მოსწავლეა. ლიკა სკოლის გამორჩეული მოსწავლე და რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა მევენახე და მეღვინეა. ბოჭორიშვილების ოჯახს სოფელ შულავერში, ორბელიანების უძველეს სავენახე ტერიტორიაზე, რომელიც 80-90 წლებში გაიჩეხა, რქაწითელის, თავკვერის, კაბერნეს, საფერავისა და ვარდისფერი რქაწითელის ვენახი აქვთ გაშენებული. მეურნეობის გაძღოლაში ლიკა განსაკუთრებული მონდომებითაა ჩართული. „ქვემო ქართლის რეგიონში ვაზის მოვლის უძველესი კულტურის აღორძინების დიდ საქმეში საკუთარი წვლილის შეტანა ჩემი უმთავრესი მიზანია. გაკვეთილების შემდეგ, შელავერში, ოჯახთან ერთად ვციდოლობ აქტიურად ვიყო ჩართული სამეურნეო საქმეებში. სკოლაში მიღებული ცოდნა კი საშუალებას მაძლევს უფრო პრაქტიკული და ნაყოფიერი რჩევებით დავეხმარო მშობლებს“, - ამბობს ლიკა. ახლახანს აჭარაში ჩატარებულ მეწარმე ქალთა პირველ ბიზნეს ფორუმში ლიკა ბოჭორიშვილმაც მიიღო მონაწილეობა. იგი დედასთან ერთად ცდილობს უძველესი ქართული ჯიშის ღვინოები აწარმოოს საკუთარ მეურნეობაში. ახალგაზრდა მეღვინეს იმედი აქვს, რომ მის საწარმოში წარმოებული ღვინოები მალე უცხოურ ბაზარზეც გავა. ლიკა არა მარტო ნიჭიერი მეწარმე, არამედ სკოლაშიც გამორჩეული მოსწავლეა. დროის დიდ ნაწილს იგი სკოლის ქალთა პანსიონატში ატარებს, სადაც მეცადინეობს და თავისუფალ დროს კი მეღვინეობისა და მევენახეობის შესახებ ლიტერატურას ეცნობა. დღეს სკოლის გამორჩეული მოსწავლე უკვე 6 ენას ფლობს. სკოლის მულტიკულტურულ გარემოში მან საფუძვლიანად შესწავლა ინგლისური, თურქული, აზერბაიჯანული, რუსული და ამ ეტაპზე გერმანულ ენასაც სწავლობს. შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმის დასრულების შემდეგ იგი სწავლის გაგრძელებას გერმანიაში, მეღვინეობა-მევენახეობის ფაკულტეტზე აპირებს, რათა მიღებული ცოდნით კიდევ უფრო გააფართოოს ოჯახური ბიზნესი.
(NS)
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)