04:16 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-25 10:40:18, 1194 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი ჩერქეზიშვილი საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმზე მოხსენებით გამოვიდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილმა საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმის ყოველწლიურ სამიტში მიიღო მონაწილეობა, რომელიც 23-24 მაისს გერმანიის ქალაქ ლაიფციგში გაიმართა.

წლევანდელ სამიტზე 57 ქვეყნის ტრანსპორტის სამინისტროების ხელმძღვანელი პირები, აგრეთვე კერძო სატრანსპორტო კომპანიების, ასოციაციების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები  მონაწილეობდნენ.

წლევანდელ სამიტზე განსაკუთრებული ყურადღება სატრანსპორტო უსაფრთხოებისა და უშიშროების საკითხებს დაეთმო.

ღონისძიების ფარგლებში,  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩერქეზიშვილმა მონაწილეობა მიიღო დახურულ და ღია მინისტერიალის სხდომებში, ასევე ორმხრივი შეხვედრები გამართა სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელ პირებთან და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან.

მინისტრთა დახურულ სესიაზე გამოსვლისას, გიორგი ჩერქეზიშვილმა, საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტის საკითხებზე საუბრისას ყურადღება საქართველოში საერთაშორისო ტრანსპორტის ფორუმის „ხარისხის ქარტიის" დანერგვის მიზნით განხორციელებულ აქტივობებზე გაამახვილა. მისი თქმით, საქართველომ სრულად დააკმაყოფილა ,,ხარისხის ქარტიის" მოთხოვნები, რაც ქვეყნის მხრიდან ძალზედ მნიშვნელოვანი და წინ გადადგმული ნაბიჯია საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის განვითარებისათვის.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის განცხადებით, საერთაშორისო ტრანსპორტის ფორუმის მიერ გაცემულ ნებართვებს (ECMT) ქართველი გადამზიდავებისათვის უაღრესად დიდი მნიშვნელობა გააჩნია, რადგანაც აღნიშნული სისტემით მიღებული ნებართვები პროფესიონალ გადამზიდავებს აძლევს მოქმედებების ფართო არეალს ITF-ის წევრი ქვეყნების ტერიტორიებზე, მათ შორის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიებზე. გიორგი ჩერქეზიშვილის თქმით, ამ სისტემას, ქვეყნებს შორის ორმხრივ შეთანხმებებზე დაფუძნებულ ხისტ სისტემასთან შედარებით, ლიბერალური მიდგომები გააჩნია და სხვადასხვა ქვეყნების გადამზიდავთა შორის კონკურენციის ჰარმონიული პირობების შექმნას უწყობს ხელს.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics