|
2015-05-27 09:21:58, 1060 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის მინისტრმა დამოუკიდებლობის დღე ავღანეთში ქართველ სამშვიდობოებთან ერთად აღნიშნა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა დამოუკიდებლობის დღე ავღანეთში, “მტკიცე მხარდაჭერის” მისიაში მონაწილე ქართველ სამშვიდობოებთან ერთად აღნიშნა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საზეიმო ღონისძიება ფარვანის პროვინციაში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გაიმართა. ცერემონიალი საქართველოს სახელმწიფო ჰიმნითა და ISAF-ის მისიაში დაღუპული გმირების პატივსაცემად წუთიერი დუმილით დაიწყო. თინათინ ხიდაშელმა IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მილოცვა გადასცა. ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიით გაგრძელდა. საქართველოსა და აშშ-ს შორის სამხედრო თანამშრომლობის განვითარების საკითხებში შეტანილი წვლილისთვის, თინათინ ხიდაშელმა ქართული მეკავშირეთა ჯგუფის უფროსი, მაიორი ჯეიმს გეიგერი და მასტერ სერჟანტი სკოტ პერი მედლებით „გენერალი მაზნიაშვილი“ და „გენერალი კვინიტაძე“ დააჯილდოვა. საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, 30 ქართველ სამხედრო მოსამსახურეს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში დაკისრებული სამსახურეობრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად და მაღალხარისხიანად შესრულებისთვის მადლობის სიგელი გადაეცა. 43-ე ბატალიონის მეთაურის, ვიცე-პოლკოვნიკ ვიტალი ცხადაძის სახელით მადლობა გამოეცხადა კოალიციური ძალების 11 სამხედრო მოსამსახურეს. ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ებრალიძე, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე და კოალიციური ძალების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ, სტუმრებისთვის მიღება გაიმართა. 43-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა ქართული ჭიდაობის ილეთები წარმოადგინეს. ღონისძიებების დასასრულს, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა 43-ე ბატალიონს საჩუქრად საქართველოს სახელმწიფო დროშა გადასცა, ხოლო ქვედანაყოფის მეთაურმა თინათინ ხიდაშელს ბაგრამის საავიაციო ბაზაზე აღმართული საქართველოს სახელმწიფო დროშა უსახსოვრა.
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)