|
2015-01-19 14:36:16, 1580 ნახვა
პოლიტიკა
„მწვანე კვირეულში" აფხაზეთის მონაწილეობის გამო ორგანიზატორებმა ბოდიში მოიხადეს
ბერლინში მიმდინარე საერთაშორისო გამოფენა „მწვანე კვირეულის“ ორგანიზატორები დღეს საქართველოს სტენდს ეწვივნენ. როგორც „ექსპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, გამოფენის ორგანიზატორები საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ დანელიას, მის პირველ მოადგილეს ნოდარ კერესელიძეს და საქართველოს სრულუფლებიან და საგანგებო ელჩ ლადო პაპავას შეხვდნენ. გამოფენის ორგანიზატორმა ლარს იეგერმა შექმნილი უხერხულობის გამო ქართველ ხალხს ბოდიში მოუხადა. „მინდა დარწმუნებულები იყოთ, რომ ეს ჩვენს პოლიტიკურ გზავნილს არ წარმოადგენს - ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ აფხაზეთი საქართველოს რეგიონია და სხვა არაფერი. სწორედ ამიტომ მინდა ძლიან დიდი ბოდიში მოგიხადოთ იმ გაუგებრობის გამო, რომელიც გაგვეპარა. გთხოვთ, ამას გაგებით მოეკიდოთ ჩვენთვის ეს ჩვეული სიტუაციაა - ხშირად წარმოვადგენთ რეგიონებს ქვეყნის ძირითადი სტენდის მიღმაც. ის აჟოტაჟი, რომელიც ჩვენი მიზეზით ატყდა მომავალში ჩვენივე ძალისხმევით გამოსწორდება. ასე, რომ „მწვანე კვირეულის“ განწყობა კვალავ მშვიდობიანია და ჩვენ საქართველოს მონაწილეობით დიდ მომავალს ვხედავთ“, - განაცხადა ლარს იეგერმა. როგორც საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერაციაში ლადო ჭანტურია აცხადებს, კერძო კომპანიამ გამოფენის სტენდის დაქირავების პირობები დაარღვია და გაუგებრობა უკვე აღმოფხვრილია. ცნობისთვის, 16-25 იანვარს გერმანიაში, ქ. ბერლინში იმართება სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მებაღეობის საერთაშორისო გამოფენა „მწვანე კვირეული“, რომელიც სოფლის მეურნეობის პროდუქციის პოპულარიზაციის თვალსაზრისით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ქართულ დელეგაციასთან ერთად ბერლინის სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მებაღეობის საერთაშორისო გამოფენა "მწვანე კვირეულს" ესწრება.
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)