|
2018-05-18 17:52:28, 1399 ნახვა
კომენტარი
გუნავა შს მინისტრს: რატომ შევიდა კლუბებში სპეცრაზმი ცეცხლსასროლი იარაღებით? იყო იქ ვინმე შეიარაღებული?
„როგორც ვიცით, სპეცდანიშნულების რაზმი, ცეცხლსასროლი იარაღებით შევიდა კლუბებში. რაიმე საფრთხე იყო მსგავსი იქიდან? იყო ვინმე შეიარაღებული?“, - ასე მიმართა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, თენგიზ გუნავამ შს მინისტრ გიორგი გახარიას, რომელსაც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უსმენენ. გუნავა ასევე დაინტერესდა, თუ რატომ დააკავეს „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სპეცოპერაციის ღამეს. „ყველა ნორმალური ადამიანი მიესალმება ნარკორეალიზატორები წინააღმდეგ ბრძოლას, თუმცა მარტო კლუბებში შესვლით რომ ვერ აღმოვფხვრით ამ პრობლემას თქვენც ძალიან კარგად იცით და მეც. მაინტერესებს, სპეცდანიშნულების რაზმი, ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებული შევიდა კლუბებში და რაიმე საფრთხე იყო მსგავსი იქიდან, იყო ვინმე შეიარაღებული? იცით ალბათ რა რისკის შემცველიც არის და ამიტომ გეკითხებით. მეორე კითხვას რაც შეეხება, მე მომივიდა ინფორმაცია, რომ გრიბოედოვის ნომერ 37-ში მდებარე „ბლოუ ბარში“ შესული იყო თქვენი დანაყოფი და იქ, ერთ-ერთ თანამშრომელ გოგოს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. არ ვიცი, ან დამიდასტურებთ, ან უარყოფთ ამას. ერთი მარტივი კითხვა კიდევ, რატომ დააკავეთ, „გირჩის“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე?", - მიმართა გუნავამ შს მინისტრს. ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატები გიორგი გახარიას უსმენენ.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)