|
2018-05-17 15:54:06, 1819 ნახვა
ეკონომიკა
მიქაუტაძე: განახლებადი ენერგიების ადგილობრივი რესურსების ათვისება ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტია
"განახლებადი ენერგიები და მათი ათვისება უპირველესია ქვეყნის ენერგეტიკის განვითარებისთვის. ადგილობრივი რესურსების ათვისება და გამოყენება რჩება ქვეყნის პრიორიტეტად, რომელიც, თავისი მხრივ, ენერგეტიკული დამოუკიდებლობის წინაპირობაცაა," - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ მისასალმებელ გამოსვლაში საერთაშორისო კონფერენციაზე „განახლებადი ენერგეტიკის განვითარება საქართველოში" განაცხადა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) და შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA), აგრეთვე „ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველოს" და ბრიტანულ კომპანიას „ECO" განახლებადი ენერგიების სამოქმედო გეგმის შემუშავებაში აღმოჩენილი დახმარებისთვის. კონფერენციაზე განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა საქართველოს სუფთა ენერგიის განვითარების ხელშემწყობი პოლიტიკა და სტრატეგია, ასევე განახლებადი ენერგიის პირველი ეროვნული სამოქმედო გეგმა საქართველოსთვის. ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმებისა და ენერგეტიკულ თანამეგობრობაში გაწევრიანებისას, საქართველომ აიღო ვალდებულება, ეროვნულ საკანონმდებლო-მარეგულირებელ ბაზაში ასახოს ევროკავშირის შესაბამისი დირექტივების ნორმები და მოთხოვნები (acquis communautaire) და შეიმუშაოს შესაბამისი პოლიტიკის და სტრატეგიის დოკუმენტები. ამ ვალდებულებთა შორისაა განახლებადი ენერგიის ეროვნული სამოქმედო გეგმის (გეესგ) შემუშავება და განხორციელება. განახლებადი ენერგიის ეროვნული სამოქმედო გეგმა, შესაბამისი სამიზნე მაჩვენებლები და მათი მიღწევის ტრაექტორიები მომზადდა ევროკავშირის განახლებადი ენერგიების შესახებ დირექტივის (2009/28/EC) და ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნოს მიერ მომზადებული მეთოდოლოგიის მიხედვით. გეესგ-ზე მუშაობის პროცესი მიმდინარეობდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნოს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ საქართველოს დარგობრივი სამინისტროების, ენერგეტიკულ სექტორში მომუშავე საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების, კერძო კომპანიების, აკადემიური და არასამთავრობო ინსტიტუციების წარმომადგენლები.
(NS)
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)