|
2018-05-17 15:50:55, 1409 ნახვა
კომენტარი
ქუცნაშვილი: ლგბტ აქტივისტებმა არა დაუცველობის შიშით, არამედ პროვოცირების თავიდან აცილების მიზნით მიიღეს გადაწყვეტილება
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი ლგბტ აქტივისტების და "ქართული მარშის" მიერ აქციების გამართვაზე უარის თქმას დადებითად აფასებს. როგორც ქუცნაშვილმა აღნიშნა, ლგბტ აქტივისტებმა აქციის გამართვაზე უარი არა დაუცველობის, არამედ პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით თქვეს. "ეს ორივე ჯგუფი იმდენად ანტაგონისტურად არის განწყობილი ერთმანეთის მიმართ, რომ ერთის აქტივობა ახალისებს მეორეს გამოჩენას. აქედან გამომდინარე როცა ერთიც და მეორეც მოერიდა მათი დაპირისპირებული ძალების პროვოცირებას ეს უკვე ნიშნავს რომ ქართული დემოკრატიის კულტურა იზრდება. პროვოკატორებივით კი არ უნდა იქცეოდნენ არამედ როგორც ქვეყანაში და საზოგადოებაში მშვიდობის შემომტანები. მივესალმები ორივე ორგანიზაციის გადაწყვეტილებას. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ არა დაუცველობის შიშით არამედ პროვოცირების თავიდან აცილების მიზნით მიიღეს ეს გადაწყვეტილება, რაც სწორია", - განაცხადა ქუცნაშვილმა. შეგახსენებთ, რომ ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღისადმი მიძღვნილი აქცია, რომელიც დღეს, 19:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციასთან იყო დაგეგმილი, გაუქმდა. როგორც ორგანიზაციები განმარტავენ, მათთვის ცნობილი გახდა, რომ 17 მაისს უპრეცედენტო მობილიზაცია აქვთ გამოცხადებული მათ მიმართ მტრულად განწყობილ ჯგუფებს. თუმცა, ლგბტ აქტივისტების ნაწილი აცხადებს, რომ დღეს 19:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან მივა და საკუთარ პოზიციას გამოხატავს.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)