21:26 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-17 11:31:33, 1511 ნახვა

სამართალი
„თიბისი ბანკმა“ „ასავალ-დასავალთან“ 4-წლიანი სამართლებრივი დავა დაასრულა

„ასავალ-დასავალმა" უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება აღასრულა და  საჯაროდ უარყო 2014 წელს გამოცემის სხვადასხვა ნომერში გავრცელებული ცრუ ინფორმაცია თიბისი ბანკისა და მამუკა ხაზარაძის შესახებ.

გადაწყვეტილების შესაბამისად, გაზეთმა მის მიერ გამოქვეყნებული სიცრუე უარყო იმავე გვერდზე და იმავე შრიფტით, რა ფორმითაც მანამდე ავრცელებდა ინფორმაციას.

თიბისი ბანკმა და მამუკა ხაზარაძემ „ასავალ-დასავალის" წინააღმდეგ სარჩელი 2014 წლის თებერვალში შეიტანეს. მიზეზი პიროვნებისა და ბანკის დისკრედიტაციისადმი მიზანმიმართული გრძელვადიანი კამპანია იყო.

სასამართლო დავა ოთხი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და საქართველოს სასამართლოების ყველა ინსტანცია გაიარა. ყველა ეტაპზე სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქმე ეხებოდა როგორც ცრუ ინფორმაციის გავრცელებას თიბისი ბანკისა და მისი დამფუძნებლის შესახებ, ისე მამუკა ხაზარაძის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვას.

სიცრუის უარყოფის გარდა, სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, გაზეთმა ასევე გადაიხადა მორალური ზიანის ასანაზღაურებლად დაკისრებული ფულადი კომპენსაცია. მამუკა ხაზარაძის გადაწყვეტილებით, თანხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების წარჩინებულ სტუდენტებს  სტიპენდიის სახით გადაეცემათ.

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
კობახიძემ გიორგი კანდელაკის დაჭერა შეუკვეთა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics