|
2018-05-16 13:31:09, 1848 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ ფინანსური მხარდაჭერით სასტუმრო „სტამბა“- ს მშენებლობის პროექტი განხორციელდა
„საქართველოს ბანკის“ ფინანსური მხარდაჭერით კომპანია „აჭარა ჯგუფი“ კიდევ ერთ ქართულ ბრენდს - Stamba Hotel-ს წარმოგიდგენთ. ახალი სასტუმრო კოსტავას ქუჩაზე, საბჭოთა ეპოქის გამომცემლობის შენობაში არის განთავსებული. პირველ ეტაპზე სტუმრებს შეუძლიათ ისარგებლონ 40 მაღალი სტანდარტის (52 კვ.მ) ოთახით და 2 suit-ით (79 კვ.მ). ამ ეტაპზე „სტამბაში“ დასაქმებულია 600 ადამიანი. მას შემდეგ რაც სასტუმრო სრულად ამუშავდება, ხელმისაწვდომი იქნება 150 ნომერი, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა გაიზრდება 750-მდე. სასტუმროში განთავსებულია „კაფე სტამბა“ (Café Stamba), სადაც სტუმრებს შეეძლებათ დააგემოვნონ ადგილობრივი ფერმერების აგროპროდუქტებისაგან დამზადებული ქართული და ევროპული სამზარეულო. სასტუმროს ხუთსართულიანი ატრიუმის ტიპის ბეტონის ფოიე - Jungle Lobby - არის უნიკალური მრავალწლოვანი მცენარეებით დატვირთული. ამ სივრცეს კრავს შენობის თავზე მოწყობილი საცურაო აუზი გამჭვირვალე ფსკერით. აჭარა ჯგუფის არქიტექტურული გუნდის დიზაინერების მიერ განახლებული შენობა ინარჩუნებს თავის პირველად, ისტორიულ სახეს. შენარჩუნებულია სარემონტო სამუშაოების დროს აღმოჩენილი ძველი საბეჭდი დანადგარებიც. სასტუმრო Stamba გამორჩეული ინტერიერით Design Hotels-ის წევრი გახდა. „მოხარულები ვართ, ვიყოთ ამ მნიშვნელოვანი პროექტის ნაწილი. დიდია „აჭარა ჯგუფის“ წვლილი როგორც რეგიონების, ისე დედაქალაქის ურბანული განვითარების საქმეში, რაც ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას და საქართველოს პოპულარიზაციას მთელ მსოფლიოში. საქართველოს ბანკი მოწოდებულია ხელი შეუწყოს ეკონომიკურად გამართულ პროექტებს. როგორც დაფინანსებით, ასევე პროფესიული რჩევებით მხარი დაუჭიროს ბიზნესს, ხელი შეუწყოს სექტორის განვითარებასა და, შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებას“,- განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების ხელმძღვანელმა, ვასილ ხოდელმა.
(R)
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)