05:56 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-15 15:38:28, 1135 ნახვა

კომენტარი
წულუკიანი ტატუნაშვილზე: უნდა გავაგრძელოთ მუშაობა არა მხოლოდ ორგანოების გადმოცემის, არამედ სამართლებრივ ჭრილში

„ყველა ის საკითხი, რომლებიც ეხება ტატუნაშვილის საქმეს, იქნება არა მხოლოდ დღევანდელ შეხვედრაზე,  არამედ ყველა და ნებისმიერ ფორმატში დაყენებული სახელმწიფოსა და მისი წარმომადგენლების მხრიდან”, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, აუცილებელია გაგრძელდეს მუშაობა არა მხოლოდ ორგანოების გადმოცემის, არამედ სამართლებრივ ჭრილში, რათა სტრასბურგში რუსეთს სამართლებრივად რაიმე კომპონენტის ეჭვქვეშ დაყენების საშუალება არ მიეცეს.

„როგორც ამასწინათ გითხარით, ჯერ კიდევ იმ დღეებიდან, როდესაც ცხედარსა და მის გადმოცემაზე გვიწევდა მუშაობა, ჩვენს სამინისტროში შემუშავდა სტრასბურგში გასაგზავნი პირველადი საჩივრის ტექსტი. შემდეგ ყველაფერს ვაკეთებდით იმისთვის, რომ ცხედრის გადმოცემისთვის ხელი არ შეგვეშალა, რომ ოჯახს და საქართველოს მისცემოდათ გლოვის უფლება. ჩვენ ახლა უნდა გავაგრძელოთ მუშაობა არა მხოლოდ ორგანოების გადმოცემის ჭრილში, არამედ სხვა არაერთ ჭრილში; მათ შორის, სამართლებრივში, იმისთვის, რომ, როდესაც იუსტიციის სამინისტრო საქართველოს სახელმწიფოს სახელით რუსეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ შეიტანს საჩივარს სტრასბურგის სასამართლოში, იქ ყველა პროცედურული წესი მაქსიმალურად იყოს დაცული და ჩვენს მხარეზე იმისთვის, რომ მოწინააღმდეგე მხარეს არ მივცეთ  სამართლებრივად რაიმე კომპონენტის ეჭვქვეშ დაყენების საშუალება", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics