|
2018-05-15 11:42:15, 488 ნახვა
რეგიონი
ბათუმში აზერბაიჯანის რესპუბლიკის 100 წლის იუბილე აღინიშნა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ აზერბაიჯანელებს ეროვნული დღესასწაული, რესპუბლიკის 100 წლისთავი და ჰეიდარ ალიევის 95 წლის იუბილე მიულოცა. სასტუმრო ჰილტონში გამართულ საიუბილეო ღონისძიებას ქალაქ ბათუმის მერი, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილობრივ დიასპორასთან და აზერბაიჯანიდან საგანგებოდ ჩამოსულ სტუმრებთან ერთად ესწრებოდნენ. აჭარაში მეზობელი სახელმწიფოს წარმომადგენლები ეროვნულ დღესასწაულს ყოველწლიურად აღნიშნავენ. საზეიმო მიღებას აზერბაიჯანის გენერალურმა კონსულმა ბათუმში ფარვიზ ისმაილზადემ უმასპინძლა. ზურაბ პატარაძემ შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და აზერბაიჯანელებს ეროვნული დღესასწაული მიულოცა. როგორც ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, პირველი დამოუკიდებლობა საქართველომ და აზერბაიჯანმა თითქმის ერთდროულად მოიპოვეს და ბევრი იბრძოლეს დამოუკიდებელი და წარმატებული სახელმწიფოს შექმნისთვის. „წელს ჩვენ ერთად ვზეიმობთ 1918 წელს ჩვენი ქვეყნების დემოკრატიულ რესპუბლიკად გამოცხადების 100 წლის იუბილეს. საქართველო და აზერბაიჯანი ისტორიულად კეთილი, მეგობრული ურთიერთობით გამოირჩევა. ორი ქვეყნის ხალხებსა და ხელისუფლებებს შორის მეგობრულმა ურთიერთობებმა განაპირობა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის კეთილმეზობლური და სტრატეგიული პარტნიორის ჩამოყალიბება რეგიონულ დონეზეც, რასაც ადასტურებს მჭიდრო და წარმატებული თანამშრომლობა სავაჭრო-ეკონომიკური, ტურიზმის, კულტურის და სხვა სფეროებში"-აღნიშნა ზურაბ პატარაძემ. საიუბილეო ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ორი მეგობარი სახელმწიფოს ურთიერთობის ამსახველი დოკუმენტური ფილმი, ასევე აზერბაიჯანული და ქართული ფოლკლორული ნიმუშები. აზერბაიჯანის რესპუბლიკის 100 წლის იუბილეზე რამდენიმე სიმღერით და ცეკვით წარსდგა ანსამბლი „ბათუმი" და ანსამბლი „ხორუმი".
(NS)
ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
საპატრიარქო რეზიდენციაში ავტომობილით შეჭრილი მძღოლი - მე მირჩევნია მარტო ვიყო, არ მჭირდება ინტერესების დაცვა
მოქალაეებს ჯარიმის შესახებ ცრუ შეტყობინება ეგზავნებათ- საპატრულო პოლიცია გავფრთხილებას ავრცელებს
შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტს ცენზურის განხორციელებისთვის მონიტორინგი დაევალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)