|
2018-05-14 20:01:28, 1759 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი: მსოფლიო ბანკისგან ჩვენი რეფორმების განხორციელებაში სრული მხარდაჭერა გვაქვს
„ეს არის პირველი ვიზიტი, როდესაც ჩვენს ქვეყანაში მსოფლიო ბანკის 10 აღმასრულებელი დირექტორია ჩამოსული და მათი ვიზიტის მნიშვნელობა ძალიან მაღალია", – ამის შესახებ დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის აღმასრულებელ დირექტორებს შორის მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „ჩვენ ახლა მსოფლიო ბანკთან ვიმყოფებით პროცესში, როცა უნდა დამტკიცდეს ქვეყნის ჩარჩო-ხელშეკრულება შემდგომ 4-5 წელიწადზე. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ აღმასრულებელმა დირექტორებმა, რომლებიც არიან საბჭოს წევრები, თვითონვე მოისმინონ ასე ვთქვათ, პირველი ხელიდან იმ რეფორმების შესახებ, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარეობს და შესაბამისად განსაზღვრონ, თუ რა საჭიროება აქვს ჩვენს ქვეყანას საჭირო რეფორმებისა და ინფრასტრუქტურის დასაფინანსებლად. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დეტალურად გააცნო მათ ის რეფორმები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს და ჩვენ მივიღეთ სრული მხარდაჭერა მსოფლიო ბანკისგან", - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა. პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს 2019-2022 წლებში დაგეგმილ პროექტებზე, რომლებიც მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განხორციელდება. მინისტრის განცხადებით, მუშავდება მსოფლიო ბანკთან სამომავლო თანამშრომლობის სტრატეგია, რომელიც სრულ თანხვედრაში იქნება საქართველოს მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიან გეგმასთან. მსოფლიო ბანკი საქართველოში მიმდინარე რეფორმების ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე და სტრატეგიული მხარდამჭერია. 25-წლიანი თანამშრომლობის განმავლობაში, საქართველოში ბანკის 100-ზე მეტ პროექტში, დაახლოებით, 4.3 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა.
(NS)
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)