20:32 - 27 May, 2026
|
2018-05-14 18:20:45, 1683 ნახვა
სამართალი
ვაზისუბანში ახალგაზრდა მამაკაცი ჩაცხრილეს
ვაზისუბანში ახალგაზრდა მამაკაცი ჩაცხრილეს. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს 3 ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა. იგი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. „პაციენტი შემოყვანილი იქნა უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში, ჰქონდა თავის ტვინში შემავალი ცეცხლსასროლი ჭრილობა. ერთჯერადად მოხერხდა გულის მოქმედების აღდგენა. შემდეგ ისევ მოხდა გულის გაჩერება და დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი“, - განაცხადა ექიმმა. როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 108-ე და 236 მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)