|
2018-05-14 11:53:03, 1301 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული კანონპროექტი უახლოესი ორი კვირის ვადაში მომზადდება
„ჩვენი ამოცანაა, რომ მიმდინარე სესიის ბოლომდე, ანუ ივნისის ბოლომდე, დავასრულოთ უკვე ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული კანონპროექტის მიღება",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. კობახიძის თქმით, გარკვეული განაცხადი იმასთან დაკავშირებით, თუ რა ვადებში მომზადდება და იქნება მიღებული კანონპროექტი - უკვე გაკეთებულია. „ჩვენ გავაკეთეთ უკვე გარკვეული განაცხადი იმასთან დაკავშირებით, თუ რა ვადებში მომზადდება შესაბამისი კანონპროექტი და რა ვადებში იქნება მიღებული ეს კანონპროექტი, რომელიც უკავშირდება ნარკოპოლიტიკას. ჩვენი ამოცანაა, რომ მიმდინარე სესიის ბოლომდე, ანუ ივნისის ბოლომდე, დავასრულოთ უკვე კანონპროექტის მიღება. ეს ნიშნავს იმას, რომ უახლოესი ორი კვირის ვადაში უნდა მომზადდეს შესაბამისი კანონპროექტი",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. რაც შეეხება მმართველ გუნდში არსებულ აზრთა სხვადასხვაობას, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ უმრავლესობის შიგნით, მოსაზრებებზე შეჯერებაზე აქტიური მუშაობა დაიწყება და პრინციპებზე, მმართველი გუნდი, უახლოესი ორი კვირის განმავლობაში უნდა შეჯერდეს. „მთავარი ამოცანა სწორედ ეს არის, რომ პირველ რიგში, უმრავლესობის შიგნით მოსაზრებების შეჯერება, შესაბამისად, დავიწყებთ ამაზე აქტიურად მუშაობას და უახლოესი ორი კვირის განმავლობაში უნდა შევჯერდეთ ჩვენ აუცილებლად პრინციპებზე-ეს არის ამოცანა და მე ვფიქრობ, რომ ეს არის საკმაოდ რეალისტური ამოცანა",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)