|
2018-05-14 00:26:06, 2296 ნახვა
სამართალი
შს მინისტრმა აქციის მონაწილეებს ბოდიში მოუხადა
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს, რომლებიც კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებენ, ბოდიში მოუხადა. „მე ვიხდი ბოდიშს არამხოლოდ ჩემი სახელით, არამედ თუ რომელიმე თქვენგანს ან თქვენ უსაფრთხოებას რისკი შეუქმნა შს სამინისტოროს რომელიმე წარმომადგენელმა. ასევე, მინდა გთხოვოთ თქვენ, რომლებმაც მიაყენეთ შეურაცხყოფა ფორმიან ადამიანებს, რომლებიც იცავდნენ თქვენს უსაფრთხოებას, ასევე მათაც უთხრათ ბოდიში““, - განაცხადა გახარიამ. აღნიშნულმა აქციის მონაწილეების ნაწილის აპლოდისმენტები დაიმსახურა, ხოლო მეორე ნაწილმა მას კვლავ გადადგომისკენ მოუწოდა. ამასთან, როგორც შს მინისტრმა განაცხადა, აქციის წარმომადგენლებთან ერთად ხვალიდან განიხილავს შაბათს, ღამის კლუბებეში ჩატარებულ სპეცოპერაციას და იმ შემთხვევაში, თუ პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება დადასტურდება, შესაბამისი პირები პასუხს აგებენ. მან ასევე პირობა დადო, რომ ნარკოპოლიტიკის მიმართულებით მნიშვნელოვანი შედეგი იქნება მიღწეული.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)