20:32 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-13 19:44:45, 1401 ნახვა

სამართალი
შსს-ს ინფორმაციით, გიორგი გაბედავა წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით არის დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უფლებადამცველი გიორგი გაბედავა ქაშვეთის ეკლესიასთან პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დააკავა, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

ქაშვეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე, უფლებადამცველი გიორგი გაბედავა და კიდევ რამდენიმე პირი სამართალდამცველებს ცოტა ხნის წინ დაუპირისპირდნენ.

მათ 9 აპრილის მემორიალთან მისვლა უნდოდათ, თუმცა, ვინაიდან ადგილზე „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქცია მიმდინარეობს, სამართალდამცველებმა, ინციდენტის პრევენციის მიზნით, მათ ამის საშუალება არ მისცეს.

აღნიშნულს მოჰყვა სიტყვიერ დაპირისპირება, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა გიორგი გაბედავა დააკავეს.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ვითარება ამ დრომდე დაძაბულია. 9 აპრილის მემორიალთან აქციას „თეთრი ხმაურის მოძრაობა“ მართავს, ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე კონტრაქციას მართავენ „საქართველოს ეროვნული ერთობის“ წევრები.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
კობახიძემ გიორგი კანდელაკის დაჭერა შეუკვეთა
ელენე ხოშტარიას წერილი ციხიდან: ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო
კობახიძე - არავის აინტერესებს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics