|
2018-05-13 19:38:21, 1340 ნახვა
სამართალი
მორიგი დაპირისპირება რუსთაველის გამზირზე - დაკავებულია კიდევ 1 პირი
რუსთაველის გამზირზე, სადაც „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს, სამართალდამცველებსა და კონტრაქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ვიათარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქციის მონაწილეებმა „საქართველოს ეროვნული ერთობის“ აქტივისტებს მიმართეს და გვერდში დგომისკენ მოუწოდეს. აღნიშნულს „ეროვნული ერთობის“ აქტვისიტების აგრესია მოჰყვა. მათ პოლიციის კორდონის გარღვევა და პარლამენტთან მისვლა სცადეს, თუმცა სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს. სწორედ ამ დროს მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, რა დროსაც აქციის ერთ-ერთი მონაწილე დააკავეს. ამის შემდეგ „ეროვნული ერთობის“ წევრებმა სამართალდამცველების ქმედებას „სამარცხვინო“ უწოდეს. დაძაბული ვითარების გამო, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა შეფერხებით მიმდინარეობდა. ასევე, სამართალდამცველების დამატებითი ჯგუფების მობილიზება გახდა საჭირო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)