|
2018-05-13 19:21:23, 1413 ნახვა
სამართალი
ქაშვეთის ეკლესიასთან სამართალდამცველებმა გიორგი გაბედავა დააკავეს
ქაშვეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე, უფლებადამცველი გიორგი გაბედავა და კიდევ რამდენიმე პირი სამართალდამცველებს დაუპირისპირდნენ. მათ 9 აპრილის მემორიალთან მისვლა უნდოდათ, თუმცა, ვინაიდან ადგილზე „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქცია მიმდინარეობს, სამართალდამცველებმა, ინციდენტის პრევენციის მიზნით, მათ ამის საშუალება არ მისცეს. აღნიშნულს მოჰყვა სიტყვიერ დაპირისპირება, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა გიორგი გაბედავა დააკავეს. გაბედავას დაკავების გამო, მასთან ერთად მყოფმა კონტრაქციის წევრებმა უკმაყოფილება გამოთქვეს: „ეს უსამართლობაა, ჩვენ ვითხოვთ 9 აპრილის მემორიალთან მისვლას და ამის უფლებას არ გვაძლევენ. თუ გაბედავა დააკავეს, ჩვენც უნდა დაგვაკავოთ. მივალთ იმ სამმართველოსთან, სადაც მას გადაიყვანენ“, - აცხადებენ აქციის მონაწილეები. ამ დროისთვის ისინი ქაშვეთის ეკლესიასთან აღარ იმყოფებიან. ადგილზე ვითარება დაძაბულია. პარლამენტის წინ აქცია „ჩვენი თავისუფლებისთვის“ მიმდინარეობს, ხოლოდ მიმდებარე ტერიტორიაზე „საქართველოს ეროვნული ერთობა“ კონტრაქციას მართავს. სამართალდამცველებს ცოცხალი კორდონები აქვთ გაკეთებული, რათა საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები ერთმანეთს არ დაუპირისპირდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)