21:07 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-25 18:47:59, 513 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე ჯაფარიძის, ხაჩიძის, მელაძისა და კუბლაშვილის მიერ პარტიის დატოვებას ადასტურებს

საპარლამენტო უმცირესობის  წევრი გიორგი ვაშაძე ადასტურებს, რომ ზურაბ ჯაფარიძემ, გოგა ხაჩიძემ, გიორგი მელაძემ  და პავლე კუბლაშვილმა „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვეს. 

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა. 

„მე ამ ფაქტს დიდ ყურადღებას არ მივაქცევდი, არ მგონია,  რომ ეს იყოს ლოგიკური გადაწყვეტილება იქიდან გამომდინარე, რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგმა დაიწია „ნაციონალური მოძრაობის“  რეიტინგმა მოიმატა. წასვლის მიზეზებზე თავად ამ ადამიანებს  უნდა ჰკითხოთ“,-აღნიშნა ვაშაძემ.  
კითხვაზე-  აპირებენ თუ არა პარტიიდან წასულები „თავისუფალ დემოკრატებში“  გაწევრიანებას, ვაშაძემ უპასუხა, რომ “ ეს მათ უნდა ვკითხოთ“.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რუსეთის მიერ აღიარებულმა თალიბანმა ავღანეთში ბავშვთა ქორწინება დააკანონა
ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
საპატრიარქო რეზიდენციაში ავტომობილით შეჭრილი მძღოლი - მე მირჩევნია მარტო ვიყო, არ მჭირდება ინტერესების დაცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics