|
2015-05-25 18:35:12, 697 ნახვა
საზოგადოება
საგანმანათლებლო კონკურსის გამარჯვებული თბილისის 99-ე საჯარო სკოლა გახდა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის შემეცნებით-საგანმანათლებლო პროექტ "საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის" კონკურსის გამარჯვებული თბილისის 99-ე საჯარო სკოლა გახდა. მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა სკოლა „პოლიგლოტმა“, მესამე კი - მე-5 საჯარო სკოლამ. კონკურსის საუკეთესო მოთამაშე „პოლიგლოტის“ გუნდის წევრი თამთა ნოზაძე გახდა, რომელმაც ვიქტორინის განმავლობაში 14 კითხვას გასცა სწორი პასუხი. გამარჯვებულებს დღესვე სპეციალური დიპლომები და პრიზები იუსტიციის მინისტრის მოადგილემ მიხეილ სარჯველაძემ გადასცა. შემეცნებით-საგანმანათლებლო პროექტი "საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა" 20 აპრილს დაიწყო. თბილისის 20 სხვადასხვა სკოლაში ჩატარდა პრეზენტაციები საქართველოს პირველი რესპუბლიკის თემაზე. თითოეულმა სკოლამ შექმნა გუნდი, რომელთა შორის საუკეთესო 24 და 25 მაისს გამართულ ვიქტორინაზე გამოირჩა. პროექტი სკოლის მოსწავლეთათვის იყო განკუთვნილი და 1918-1921 წლების საქართველოს ისტორიაში მათი ცოდნის გაღრმავებას ემსახურებოდა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების გამო, პუტინმა რუსეთში საზოგადოებრივი გადაადგილება სრულად შეაჩერა
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)