20:32 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-12 17:00:35, 1632 ნახვა

სამართალი
ბათუმში აქციაზე დაკავებული სამი პირი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

ბათუმში აქციაზე დაკავებული სამი პირი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს,  ერთი პირის დაკავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით მოხდა, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისთვის წინააღდეგობის გაწევას გულისხმობს, ხოლო 2 პირი მხოლოდ 173-ე მუხლით დააკავეს.

აქციის ამ დროისთვის 6 მაისის პარკისკენ მიემართებიან. ისინი თბილისში ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებენ.

შეგახსენებთ, გვიან ღამით, კლუბ „ბასიანში“ და კაფე „გალერიში“ სპეცოპერაცია ჩატარდა, რის შედეგადაც შსს-ს ცნობით, 8 ნარკორეალიზატორი დააკავეს. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, როდესაც ახალგაზრდებმა კლუბების მიმდებარე ტერიტორიებზე აქცია გამართეს. მათ გზები გადაკეტეს. აღნიშნულს ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. სპეცრაზმმა ადგილზე ათობით ადამიანი დააკავა. თვითმხილველების თქმით, სამართალდამცველების მხრიდან ძალის გადამეტებას ჰქონდა ადგილი. ამასთან, დაპირისპირების დროს, აქციის რამდენიმე მონაწილე შეუძლოდ გახდა. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმრების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა. შსს-ს ინფორმაციით, ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი ამ დროისთვის გათავისუფლებულია.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
კობახიძემ გიორგი კანდელაკის დაჭერა შეუკვეთა
ელენე ხოშტარიას წერილი ციხიდან: ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო
კობახიძე - არავის აინტერესებს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics