|
2018-05-12 14:18:51, 1427 ნახვა
კომენტარი
ნაცვლიშვილი: აუცილებელია სპეცოპერაციასთან დაკავშირებული ფაქტები იყოს შესწავლილი, მათ შორის საპარლამენტო ფორმატში
რაც გუშინ თბილისში ვნახეთ, ცხადყოფს, რომ აუცილებელია სპეცოპერაციასთან დაკავშირებული ყველა ფაქტი დეტალურად იყოს შესწავლილი, მათ შორის საპარლამენტო ფორმატში, - ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა. ნაცვლისშვილის თქმით, პრეზიდენტის დავალებით, ადმინისტრაცია დღეს დაგეგმილ აქციას დიდი ყურადღებით დააკვირდება. „შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს ნარკოტიკების უკანონოდ რეალიზაციასთან ბრძოლის ვალდებულება და ეს ბრძოლა უნდა მიმდინარეობდეს ეფექტურად და მუდმივად. მაგრამ რაც გუშინ ვნახეთ თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის სახით, ის კადრები, რაც ვრცელდება მედიაში, ის ინფორმაცია, რასაც შს სამინისტრო ავრცელებს და საზოგადოებაში არსებული ინფორმაცია ცხადყოფს, რომ აუცილებელია სპეცოპერაციასთან დაკავშირებული ყველა ფაქტი და გარემოება სწრაფად, მიუკერძოებლად და დეტალურად იყოს შესწავლილი, მათ შორის სპეცოპერაციის ჩატარების აუცილებლობა იმ დროს, იმ ადგილას და იმ ფრომით, შესწავლილი უნდა იყოს ყველა გარემოება, მათ შორის საპარლამენტო ფორმატში და კითხვებს უნდა გაეცეს ამომწურავი პასუხები. დღეს მოქალაქეები გეგმავენ მშვიდობიანი აქციის ორგანიზებას. მოქალაქეთა მშვიდობიანი შეკრების უფლება არის კონსტიტუციით გარანტირებული და შს სამინისტრომ უნდა უზრუნველოს ეს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ მოცემულობაში ყველა სახელმწიფო უწყება იაზრებს თავის როლს და პასუხისმგებლობას და გაკეთდება ყველაფერი იმისთვის, რომ მოქალაქეებმა დღეს შეძლონ კონსტიტუციური უფლებებით შეუზღუდავი სარგებლობა“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)