|
2018-05-11 15:26:18, 3321 ნახვა
მსოფლიო
ალიევი: აზერბაიჯანელი ხალხი საკუთარ მიწაზე სომხეთის მეორე სახელმწიფოს შექმნას არ დაუშვებს
აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა მოლაპარაკების თემა არ არის და არასდროს იქნება, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა. ალიევი სომხეთის ახლად არჩეული პრემირ- მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებისთვის, აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან მოლაპარაკების დასაწყებად მზაობა გამოთქვა, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ მოლაპარაკებებს არაღიარებული მთიანი ყარაბაღის წარმომადგენლებიც დაესწრებიან. ალიევის თქმით, აზერბაიჯანელი ხალხი და სახელმწიფო აზერბაიჯანის მიწაზე სომხეთის მეორე სახელმწიფოს შექმნას არ დაუშვებს. სომხეთ-აზერბაიჯანის, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გადაჭრა მხოლოდ საერთაშორისო სამართლის ნორმებზე და პრინციპებზე დაყრდნობით უნდა მოხდეს. აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა სრულად უნდა აღდგეს. გაერო-ს უშიშროების საბჭოს ოთხი რეზოლუცია უნდა შესრულდეს. ამ რეზოლუციებში ღიად მითითებულია, რომ საოკუპაციო ძალები უპირობოდ უნდა იქნას გამოყვანილი დაპყრობილი მიწებიდან. კონფლიქტის გადაჭრის სხვა გზები არ არსებობს. აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა არასოდეს ყოფილა და არასოდეს იქნება მოლაპარაკებების საგანი. აზერბაიჯანელი ხალხი და სახელმწიფო აზერბაიჯანის მიწაზე სომხეთის მეორე სახელმწიფოს შექმნას არ დაუშვებს. ჩვენ მომავალშიც გავაძლიერებთ ჩვენს პოზიციას ამ საკითხზე. აზერბაიჯანს საკმარისი შესაძლებლობები აქვს როგორც საერთაშორისო, ასევე რეგიონალურ დონეზე. ჩვენს გარეშე რეგიონში ვერც ერთი პროექტი ვერ განხორციელდება. რაც უფრო ადრე გაიგებენ სომხეთში ამ რეალობას, მით უფრო ადრე დარეგულირდება კონფლიქტი“,- განაცხადა ალიევმა.
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)