|
2018-05-10 19:48:27, 1809 ნახვა
ეკონომიკა
თბილისში „ჯი.მოტორსის“ - ავტომობილების მომსახურების ქსელი გაიხსნა
კომპანია "ჯი.მოტორსი" საცალო მიმართულებით ფუნქციონირებას თბილისის მასშტაბით 3 სერვისცენტრით იწყებს და ავტომფლობელებს თანამედროვე, განსაკუთრებულად კომფორტულ გარემოში, პროფესიონალი გუნდის მომსახურებას ჰპირდება. კომპანიის გენერალური დირექტორის გიორგი შამათავამ კომპანიის სერვისის დეტალებსა და განვითარების მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება. შამათავას განცხადებით, "ჯი.მოტორსი" მზადაა გაუწიოს მაღალკვალიფიციური მომსახურება უმაღლესი ხარისხის პროდუქციით ყველას. "დღეს თბილისში გავხსენით სამი ობიექტი "ჯი.მოტორსის" ბრენდით. ეს არის 100%-ით ქართული ინვესტიციით შექმნილი ბრენდი. თავიდან ბოლომდე არის აწყობილი საქართველოში. სასიამოვნოა ის ფაქტი რომ დღეს გახსნილ ობიექტებზე დასაქმდა 35 ადამიანი და პერსპექტივაში დაემატება კიდევ 20. ჩაშვებული გვაქვს ორი პროექტი, რომელიც ზაფხულის ბოლომდე განხორციელდება. დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპიდან გვყავს უცხოელი პარტნიორები სტუმრად. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ჩვენმა მეზობელმა ქვეყნებმა, ამ ბრენდის თავიანთ ქვეყნებში განვითარების ინტერესი გამოთქვა. რაზეც რა თქმა უნდა აქტიურად დავიწყებთ მოლაპარაკებებს. ზოგადად ამ ბრენდის შექმნა არის დაკავშირებული ძალიან ბევრ სიახლესთან, მაგალითად ყველაზე მეტი სიახლე არის ელექტრომობილების მიმართულება და მისი დატენვითი და სხვა ნებისმიერი სერვისის გაშვება. ჩვენ აქტიურად ვაკვირდებით და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ პროდუქტი, რომელიც შემოგვაქვს თითქმის ყველა მომწოდებელი არის ISO სერთიფიკატის მფლობელი. მაქსიმალურად ვცდილობ იყოს ეკოლოგიურად სუფთა და ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან მახარებს, რომ ზოგადად ქვეყანაშ არის ტენდენცია ამ მიმართულებით ზრდადი. დაახლოებით ციფრები რომ ვთქვა თუ 2015 წლის ბოლოსთვის სულ რაღც 40 -50 ელექტრომობილი დადიოდა ჩვენს ქვეყანაში დღეს უკვე ათი ათასზე მეტი ავტომობილია და დიდი მზრდადობა ამ კუთხით. რაც შეეხება ჩვენს სერვისებს ვმუშაობთ ყველასთვის და ვართ ყველას პარტნიორი", - განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა გიორგი შამათავამ. "ჯი.მოტორსის" სამივე სერვისცენტრი მომხმარებელს ყოველდღე, შემდეგი გრაფიკით მოემსახურება: • თბილისი, პ.ქავთარაძის #16-ის მიმდებარედ - ორშაბათი-პარასკევი 09:00-21:00; შაბათი-კვირა 10:00-17:00 • თბილისი, მარშალ გელოვანის #1 - ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:30; შაბათი-კვირა 10:00-17:00 • თბილისი, ა.გობრონიძის #21ა - ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:30; შაბათი-კვირა 10:00-17:00 "ჯი.მოტორსი" 2017 წლის 10 აგვისტოს დაარსდა და ამ დროისთვის უკვე მრავალ კორპორატიულ კლიენტს ემსახურება, 2018 წლის 10 მაისიდან კი საცალო მომხმარებელიც შეძლებს "ჯი.მოტორსში" წარმოდგენილი "კასტროლის", "ტოტალი/ელფის", "ენეოსის", "ჰიუნდაის", "ალპინას", "ორლენის", "მობილის" ძრავის ზეთების, "პირელის", "გუდიარის", "მიშელინის" საბურავების, "პანასონიკისა" და "ბოშის" აკუმულატორების, "ქუატროფრენისა" და "ფრამის" ფილტრების და სხვა მსოფლიოს ლიდერი ბრენდების საავტომობილო პროდუქტების, სათადარიგო ნაწილებისა თუ საპოხი მასალების და თანმდევი სერვისების შეძენას. "ჯი.მოტორსი" ქსელის დინამიურ განვითარებას გეგმავს და მომხმარებელს მაქსიმალურად ხელმისაწვდომ ფასებს, სწრაფ და საიმედო მომსახურებას ჰპირდება.
(NS)
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)