|
2018-05-10 17:21:07, 1395 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა ელი კოენთან ეკონომიკური კავშირების განვითარების შესაძლებლობები განიხილა
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ისრაელის ეკონომიკისა და ინდუსტრიის მინისტრმა ელი კოენმა პირველი შეხვედრა საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან დიმიტრი ქუმსიშვილთან გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე, თანამშრომლობაზე ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში, მათ შორის, სოფლის მეურნეობის, მაღალი ტექნოლოგიების, ტურიზმისა და სხვა მიმართულებით. აღინიშნა, რომ საქართველოსა და ისრაელის ხალხს შორის მრავალსაუკუნოვანი მეგობრული ურთიერთობები არსებობს, რაც დადებითად არის ასახული საქართველოში ისრაელიდან ტურისტების რაოდენობის ყოველწლიური ზრდის დინამიკაზე. ამავე დროს, ისიც ითქვა, რომ ისრაელი კარგად იცნობს საქართველოს, როგორც სასიამოვნო დასვენებისა და მოგზაურობის ქვეყნად, მაგრამ აუცილებელია, მან ამ ქვეყნის მიმართ ინტერესი ეკონომიკის სხვა სექტორებში ინვესტირების კუთხითაც გამოხატოს. შეხვედრაზე დადებითად შეფასდა ის ფაქტი, რომ ორ ქვეყანას შორის საინვესტიციო კავშირების შემდგომი განვითარებისა და ისრაელის ბიზნეს-წრეებში ცნობიერების ამაღლების მიზნით მიზანშეწონილობის კვლევა ჩატარდება და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს ამ ინიციატივას მხარს უჭერს ისრაელის ექსპორტის ინსტიტუტი. ~ თანამშრომლობის მიმართულებებზე საუბრისას, მხარეებმა აგრეთვე გაამახვილეს ყურადღება სოფლის მეურნეობის სექტორზე. აღინიშნა, რომ გაღრმავდება თანამშრომლობა ამ კუთხით, მათ შორის, ისრაელიდან წარმატებული ფერმერული მეურნეობების საქართველოში ჩამოყვანისა და ქართველი კოლეგებისთვის გამოცდილების გაზიარების მიმართულებით. ასევე ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობის გაღრმავებაზე საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორშიც. აღინიშნა, რომ მსოფლიოში, მათ შორის, ისრაელის ბიზნესშიც, დიდად არის განვითარებული ბიზნეს პროცესების OUTSOURCING, რისი ამოქმედების შესაძლებლობაც საქართველოშიცაა შესაძლებელი. შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა საქართველოს განვითარებაზე, როგორც რეგიონული მნიშვნელობის ჰაბის ეკონომიკის სხვადასხვა მიმართულებით. შეხვედრას ასევე დაესწრნენ საქართველოს ელჩი ისრაელში პაატა კალანდაძე, ისრაელის ელჩი საქართველოში შაფთაი ცური და საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე.
(NS)
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)