|
2018-05-10 17:18:31, 1545 ნახვა
ეკონომიკა
ელი კოენი - ეს პირველი შემთხვევაა, როცა ისრაელის ეკონომიკის მინისტრი საქართველოში ვიზიტით იმყოფება
დღეს ჩვენ ისტორიას დავუდეთ სათავე, რადგან ეს პირველი შემთხვევაა, როცა ისრაელის ეკონომიკის მინისტრი საქართველოში ვიზიტით იმყოფება და მიხარია, რომ დღეს აქ ვარ, - ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა ისრაელის ეკონომიკისა და ინდუსტრიის მინისტრმა ელი კოენმა პირველ ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან დიმიტრი ქუმსიშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ელი კოენი საქართველოში პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის მოწვევით იმყოფება. ისრაელის ეკონომიკის მინისტრის თქმით, მოხარულია, რომ წელს უკვე მეორედ ხვდება ქართველ კოლეგას. „ჩვენი ბევრი კარგი ამბავი გვაქვს, თუმცა წინაც ბევრი სამუშაო გვაქვს. კარგი ამბავია, რომ 2017 წელს, 2016 წელთან შედარებით, ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 40%-ით გაიზარდა, თუმცა ამ ეტაპზე ეს მაჩვენებელი 50 მილიონ დოლარს შეადგენს. მეც და ჩემმა ქართველმა კოლეგა დიმიტრი ქუმსიშვილმაც მიზნად დავისახეთ, რომ ეს მაჩვენებელი უაღრესად გავზარდოთ", - განაცხადა ელი კოენმა. ისრაელის ეკონომიკისა და ინდუსტრიის მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველოსა და ისრაელს შორის მჭიდრო მეგობრობას, ორი ქვეყანის უძველეს ისტორიასა და მემკვიდრეობას. „ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ თანამშრომლობას, ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური და სხვა სახის ურთიერთობის გაფართოებისთვის. ჩვენ ყველაფერს ვიღონებთ, რომ გადავლახოთ ყველა ის დაბრკოლება, რაც არსებობს ქართველ და ისრაელელ ინვესტორებს შორის. დღეს ჩვენ ხელი მოვაწერეთ ისრაელი-საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყების შესახებ შეთანხმებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა ელი კოენმა. თავის მხრივ, პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მადლობა გადაუხადა ისრაელის ეკონომიკის მინისტრ კოენს ორმხრივი სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი გაძლიერების მიმართულებით გაწეული უდიდესი ძალისხმევისთვის. „მტკიცედ მჯერა, რომ საქართველოსა და ისრაელს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის დამყარება ორივე ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება უზრუნველყოფს ფართო შესაძლებლობებს, ხელს შეუწყობს და განავითარებს მრეწველობის სხვადასხვა მიმართულებებს საქართველოსა და ისრაელში, ამასთან მნიშვნელოვნად გაზრდის და გააფართოებს ორივე ქვეყნის ექსპორტს", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
(NS)
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)