05:26 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-08 13:06:22, 1572 ნახვა

კომენტარი
„შუბლზე ნატყვიარი ეტყობა“ - ტატუნაშვილის ოჯახი ექსპერტიზის შუალედურ დასკვნას ითხოვს

არჩილ ტატუნაშვილის მამის, გიორგი ტატუნაშვილის განცხადებით, ცხედარს გარეგნული დათვალიერებისას წამების კვალი ეტყობოდა.

მისთვის გაუგებარია, რატომ ვერ დებს ექსპერტიზა შუალედურ დასკვნას.

„ტელეფონში მაქვს სურათები, შუბლზე ნატყვიარი ეტყობა, ცხვირი აღდგენილია, თავისი არ არის, ხელები დაჩეჩქვილი ჰქონდა დამტვრეული და ხელმეორედ აწყობილი. ამას რაში სჭირდებოდა შინაგანი ორგანოები? რატომ არ დადო შუალედური ექსპერტიზის დასკვნა სამხარაულის ეროვნულმა ბიურომ, საინტერესოა ჩემთვის“,- განაცხადა არჩილ ტატუნაშვილის მამამ.

შეგახსენებთ, არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დააკავეს, 23 თებერვალს კი ცნობილი გახდა მისი გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების თაობაზე. საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან უამრავი მოწოდებისა და საქართველოს ხელისუფლების მცდელობის მიუხედავად, ოჯახს ცხედარი 20 მარტამდე  არ გადასცემია. ასევე მასთან ერთად დააკავეს საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე, რომლებსაც 11 მარტამდე არ მიეცათ ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის უფლება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics