|
2015-05-25 12:23:16, 505 ნახვა
საზოგადოება
ბათუმში დღეს შშმ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნება
ბათუმში დღეს, 13:00 საათზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სარეაბილიტაციო ცენტრის ოფიციალური გახსნა გაიმართება. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გახსნის ცერემონიალს აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე, აჭარის მთავრობის მინისტრთა კაბინეტის წევრები, თურქეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ზექი ლევენთ გიუმრუქჩუ, თურქეთის გენერალური კონსული ბათუმში იასინ თემიზქან, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს თბილისის ოფისის კოორდინატორი მუსტაფა ქორქმაზი დაესწრება. ღონისძიების ფარგლებში დაგემილია თურქეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერის ნუმან ქურთულუშის და „თიკა“-ს პრეზიდენტის სერდარ ჩემის პირდაპირი ჩართვა-მისალმება ქ. ორდუდან. 2013 წელს, ქ. ბათუმის შშმ პირთა ცენტრის რესარემონტო-აღდგენითი სამუშაოები და სრული აღჭურვა აჭარის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინიტროს მიმართვის საფუძველზე დაიწყო „თიკა-ს თბილისის საკოორდინაციო ოფისმა. ცენტრის შენობა (ყოფილი მახინჯაურის ჩვილ ბავშვთა სახლი) აჭარის მთავრობამ საზოგადოება „თანა“-ს 10 წლიანი უსასყიდლო სარგებლობის უფლებით გადასცა. „თანა“ ცენტრი ახორციელებს სახელმწიფო პროგრამებს შშმ პირებისათვის, რაც გულისხმობს მათ ინკლუზიურ განათლებას, დასაქმებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების დაუფლებას და საზოგადოებაში ინტეგრაციას. ამჟამად ცენტრში რეაბილიტაციის კურსს გადის 150-მდე შეზრუდული შესაძლებლობების მქონე პირი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების გამო, პუტინმა რუსეთში საზოგადოებრივი გადაადგილება სრულად შეაჩერა
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)