|
2018-05-07 16:01:12, 3033 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი კეპულაძე: კომერციული ბანკების შეზღუდვით, მევახშეები და კერძლო ლომბარდები დაწინაურდებიან
„კომერციული ბანკების მიერ სესხის გაცემა ჭარბვალიანობის ძირითადი მიზეზი სულაც არ არის, ამიტომ ეროვნული ბანკის ახალი რეგულიაცია ეფექტური არ იქნება“, –ამის შესახებ „საზოგადოება და ბანკების“ თავჯდომარემ გიორგი კეპულაძემ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა. როგორც კეპულაძემ აღნიშნა, ახალი რეგულაცია მოქალაქეებს აიძულებს, სესხი არაფორმალური სექტორის მეშვეობით აიღონ, რაც მისივე თქმით, მოსახლეობას უფრო მეტი პრობლემის წინაშე დააყენებს. „ეს რეგულიაცია გულისხმობს იმას, რომ საქართველოს მოქალაქეების თითქმის უმრავლესობა, მილიონზე მეტი ადამიანი - სახელფასო ამონაწერის გარეშე, ვერ მიიღებს სესხს. მათ, ვინც არის დასაქმებული კერძო სექტორში, არ ერიცხებათ თანხა საბანკო ბარათზე. მაგალითად ასეთები არიან რეპეტიტორები, ხელოსნები და ასე შემდეგ. როდესაც ასეთ მოქალაქეებს დასჭირდებათ თანხა, ისინი სესხისთვის არაფორმალურ სექტორს მიმართავენ, რაც გულისხმობს მევახშეებსა და კერძო ლომბარდებს. აღნიშნულის გამო, მოსახლეობა 3-ჯერ და 4-ჯერ უფრო ძვირს გადაიხდის, რათა თანხა მიიღოს", - აღნიშნა გიორგი კეპულაძემ. ამასთან, გიორგი კეპულაძე მიიჩნევს, რომ ახალი რეგულაციები, ფულზე მოთხოვნას ვერ შეამცირებს. „მგონია, რომ ზოგადად მოთხოვნა ფულსა და სესხზე ქვეყანაში ამ რეგულაციით არ შემცირდება“, - განმარტა კეპულაძემ და დასძინა, რომ შეზღუდვები ტექნიკის მაღაზიის მფლობელებზეც უარყოფითად აისახება. „მეორე საკირთხი კი, რაც ცალკე ბიზნესსექტორს ეხება - ეს არის ტექნიკის მაღაზიების საცალო გაყიდვები. დღეს ტექნიკის 89–90% იყიდება განვადებებით და შესაბამისად თუ შეიზრუდება სამომხმარებლო ტიპის სესხები და განვადებები, ამ ტექნიკის მაღაზიებსა შეუმცირდებათ გაყიდვება, რაც აისახება იმაში, რომ მათაც მოუწევთ, ახალ რეალობაზე გადაწყობა. კერძოდ მათ მოუწევთ ხარჯების და თანამშრომლების შემცირება, რაც ასევე ერთ-ერთი უარყოფითი შედეგი იქნება", - განაცხადა გიორგი კეპულაძემ. ცნობისთვის, კომერციული ბანკებისთვის დღეიდან ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციები ამოქმედდება, რაც სესხების გაცემის პროცედურის გამკაცრებას გულისხმობს.
სალომე უბირია
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)