|
2018-05-05 13:30:53, 2789 ნახვა
კულტურა
ქოლგა თბილისი ფოტო 2018 არტ არეაში გაიხსნა
4 მაისს ქოლგა თბილისი ფოტო ფესტივალს არტ არეამ უმასპინძლა. საერთაშორისო ფოტოკონკურსი საუკეთესო ფოტოების ჩვენებითა და გამარჯვებულების დაჯილდოებით დაიწყო. 2018 წლის ფოტოკონკურსის გამარჯვებულები არიან: სებასტიენ ლებანი ნომინაციაში ერთი კარდრი; ქრისტიან ვერნერი ნომინაციაში რეპორტაჟი; ჯულიო დი სტურკო ნომინაციაში კონცეპტუალური ფოტოპროექტი; კარლ მანჩინი ნომინაციაში დოკუმენტური ფოტოსერია; ოლიე ვიტი ნომინაციაში newcomer award; ხავიერ არსენილიასი ნომინაციაში მობილური ფოტოსერია; ნომინაციაში მობილური კადრი წელს გაიმარჯვა ქართველმა მონაწილემ - დათო ქორიძემ; გამარჯვებულების ფოტოპროექტები იხილეთ ქოლგას ვებ გვერდზე: https://www.kolga.ge/#/winners/ კვირეულის განმავლობაში, რომელიც 11 მაისამდე გაგრძელდება, ფოტოკონკურსი უმასპინძლებს 18 საერთაშორისო და ადგილობრივ ჯგუფურ და ინდივიდუალურ გამოფენას, ვორქშოფებს, დისკუსიებს, ლექციებს, წიგნის პრეზენტაციებს, შეხვედრებს უცხოელ ფოტოგრაფებთან და პორტფოლიო განხილვებს. "ქოლგა" უკვე 17 წელია, რაც ყოველწლიურად წარმატებით ტარდება. მონაწილეთა მრავალფეროვნებამ და ფოტოკონკურსის საერთაშორისო დონემ განაპირობა კონკურსში მიღებული ფოტოების მაღალი ხარისხი. ფოტოკონკურის საპრიზო ფონდი შეადგენს 7 000 აშშ დოლარს. ეს თანხა პირველ ოთხ ნომინაციაში გამარჯვებულებს თანაბრად გაუნაწილდათ, თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულებს ერგოთ 1500-1500 აშშ დოლარი, ხოლო მობილური ფოტო ნომინაციის კატეგორიაში გამარჯვებულებს გადაეცათ 500$. წელს ქოლგა თბილისი ფოტომ დააწესა სპეციალური პრიზი ქართველი ფოტოგრაფებისათვის - სტაჟირება მილანში, საერთაშორისო ფოტოსააგენტო პროსპექტში. ეს პრიზი გადაეცა ქართველფოტოგრაფ მანო სვანიძეს, რომელიც შეარჩია ფოტოსააგენტო პროსპექტმა შემდეგ ნომინაციებში გასული ფოტოპროექტებიდან: დოკუმენტური სერია, რეპორტაჟი, კონცეპტუალურიფოტოპროექტი, მობილური ფოტოსერია. ქოლგა თბილისი ფოტო 2018-ის გენერალური პარტნიორია თიბისი.
(R)
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)