|
2018-05-05 11:44:19, 1548 ნახვა
რეგიონი
გიორგი ჩხეიძე და არჩილ ბუკია კახეთის რეგიონში მიმდინარე სამელიორაციო პროექტებს გაეცნენ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, გიორგი ჩხეიძე და შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი, არჩილ ბუკია სიღნაღის მუნიციპალიეტეტში, სოფელ ქვემო ანაგაში იმყოფებოდნენ, სადაც სატუმბი სადგურის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, რომელსაც შპს „საქართველოს მელიორაცია“ ახორციელებს, აშენდა ახალი სატუმბი სადგური, მოეწყო სადაწნეო მილსადენი და წყლის რეზერვუარი. სამუშაოები ითვალისწინებს, ასევე, საექპლუატაციო გზის მოწყობას, სატუმბი სადგურის ელექტრომომარაგებით უზრუნველყოფას და ტერიტორიის კეთილმოწყობას. ქვემო ანაგის სატუმბი სადგური მიმდებარე სოფლების 1 200 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობს მორწყავს. გიორგი ჩხეიძე და არჩილ ბუკია კახეთის რეგიონში მიმდინარე სხვა სამელიორაციო პროექტებსაც გაეცნენ. მიმდინარეობს ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის დანალექისა და მცენარეებისგან გაწმენდის სამუშაოები, რაც ხელს შეუწყობს არხში წყლის საპროექტო ხარჯის გატარებას. აღნიშნული სამუშაოები გააუმჯობესებს სარწყავი წყლის 3 000 ჰექტარ მიწის ფართობზე მიწოდებას. შესაბამისად, ეფექტურად მოირწყვება სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლები: ანაგა, ძველი ანაგა, ვაქირი, მაშნაარი, წნორი, ჯუგაანი, ტიბაანი, ხირსა, ქვემო მაჩხაანი და ბოდბისხევი. რეაბილიტაცია უტარდება, ასევე, ლაგოდეხის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის მონაკვეთს, რომელიც 300 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გააუმჯობესებს სარწყავი წყლის მიწოდებას.
(NS)
საპატრიარქო რეზიდენციაში ავტომობილით შეჭრილი მძღოლი - მე მირჩევნია მარტო ვიყო, არ მჭირდება ინტერესების დაცვა
მოქალაეებს ჯარიმის შესახებ ცრუ შეტყობინება ეგზავნებათ- საპატრულო პოლიცია გავფრთხილებას ავრცელებს
შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტს ცენზურის განხორციელებისთვის მონიტორინგი დაევალა
ფაშინიანი: საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს სომხეთ-ევროპის ურთიერთობებში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)