|
2018-05-04 14:29:54, 1415 ნახვა
სამართალი
სააპელაციო სასამართლომ თემურ ბასილია გაამართლა
საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შუამდგომლობით, სააპელაციო სასამართლომ ძებნილი მსჯავრდებული თემურ ბასილია გაამართლა. თემურ ბასილიამ მთავარ პროკურატურას საჩივრით მიმართა, სადაც იგი ითხოვდა მის მიმართ უკანონოდ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვას და მისი დარღვეული უფლების აღდგენას. „დეპარტამენტმა საქმეზე ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება ჩაატარა, დაიკითხნენ ახალი მოწმეები, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, შესწავლილ იქნა საგამოძიებო და სასამართლო საქმის მასალები, მოპოვებულ იქნა ახალი მტკიცებულებები და ფაქტები, რის შედეგადაც გამოიკვეთა მსჯავრდებულის უფლებების არსებითი დარღვევის ფაქტები. თემურ ბასილია, გასამართლებულ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 27 ოქტომბრის განაჩენით ქრთამის აღების ცრუ ბრალდებისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. ახალი გამოძიებით კი გამოირკვა შემდეგი: 2006 წლის 25 თებერვალს, გენერალურმა პროკურატურამ თაღლითობის და დოკუმენტის გაყალბებისთვის დააკავა სს ,,ინტელექტბანკი"-ს გენერალური დირექტორი გ.ს. და ცენტრალური ფილიალის მმართველი ლ.კ. პროკურატურას სურდა დანაშაულში გამოევლინა საქართველოს იმჟამინდელი პრეზიდენტის ყოფილი თანაშემწე თემურ ბასილია, რომელიც დაპირისპირებული იყო ხელისუფლებასთან. ამ მიზნით, პროკურატურის ხელმძღვანელი პირების ორგანიზებით საპატიმრო დაწესებულებაში, ფარულად, კანონდარღვევით შეიყვანეს ,,ინტელექტბანკის" აქციონერები, რომლებმაც პატიმარ გ.ს.-ს და ლ.კ.-ს გადასცეს პროკურატურის კატეგორიული მოთხოვნა, რომ ხელი მოეწერათ იმ ჩვენებაზე, რომელსაც მათ გამოძიება წარუდგენდათ, თითქოსდა თემურ ბასილია ,,ინტელექტბანკისთვის" დახმარების აღმოჩენის სანაცვლოდ ბანკისგან ქრთამის სახით იღებდა ფულად თანხებს. პროკურატურისთვის ასეთი ჩვენების მიცემის შემთხვევაში კი მათი საქმე დადებითად გადაწყდებოდა და ისინი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე დატოვებდნენ საპატიმრო დაწესებულებას. პროკურატურის მიერ ასეთი მეთოდებით ყალბი ჩვენების მიღების შემდეგ, თემურ ბასილია უკანონოდ იქნა მსჯავრდებული. ახალი გამოძიების პირობებში დეპარტამენტის მიერ მოპოვებული იქნა მსჯავრდებულის გამამართლებელი მტკიცებულებები, რომლებიც სრულად გაიზიარა სასამართლომ და ახლად გამოვლენილ გარემოებებზე დაყრდნობით მსჯავრდებული სრულად გაამართლა ბრალდებაში. დღეის მდგომარეობით, ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოს 58 მსჯავრდებულის საქმეზე მიმართა, საიდანაც 23 პირის მიმართ უკვე დადგა გამამართლებელი განაჩენი. პროცესს, რომელიც მთავარ პროკურატურაში შექმნილმა ახალმა დეპარტამენტმა დაიწყო, რაც უკავშირდება უკანონოდ გასამართლებული პირების განაჩენების გადასინჯვას და მათი დარღვეული უფლებების აღდგენას, შეუქცევადი ხასიათი აქვს“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
15 წლის მოზარდი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინამ სევასტოპოლსა და რუსეთის რამდენიმე რეგიონზე სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა
ვიდეოს გავრცელების შემდეგ, პროკურატურამ პოლიციელთა სავარაუდო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო
SOLO და თბილისი ჰილსი ბავშვთა დღეს განსაკუთრებული ღონისძიებებით აღნიშნავენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)