|
2018-05-04 11:11:26, 2227 ნახვა
ეკონომიკა
„მაკდონალდს“ საქართველოს დირექტორი „Ray Kroc Award“-ის მფლობელი გახდა
„მაკდონალდსის“ მსოფლიოს საუკეთესო დირექტორების ათეულში საქართველომ საპატიო ადგილი დაიკავა. Ray Kroc Award-ის მფლობელი გლდანის ფილიალის ხელმძღვანელი - სალომე კალაძე გახდა. Ray Kroc Award მსოფლიოში „მაკდონალდსის“ რესტორნების საუკეთესო დირექტორის გამოვლენასა და წახალისებას 2013 წლიდან ემსახურება, „მაკდონალდს საქართველო“ კონკურსში 2014 წლიდან მონაწილეობს. 2018 წლის Ray Kroc Awards ამერიკის შეერთებულ შტატებში, ორლანდოში ჩატარდა. კონკურსში საუკეთესო ბიზნეს შედეგებით, 60 ქვეყნის წარმომადგენელი იყო წარდგენილი. კონკურსის ფარგლებში გამოვლინდა 10 საუკეთესო დირექტორი და ერთ-ერთი საპატიო ადგილი „მაკდონალდს საქართველოს“ გლდანის რესტორნის დირექტორმა სალომე კალაძემ დაიკავა. „Ray Kroc Award“ მაკდონალდსის დირექტორების წახალისებას და ბიზნესში მათი უმნიშვნელოვანესი როლის ხაზგასმას ემსახურება. კონკურსი აყალიბებს რესტორნის დირექტორთა აღიარების კულტურას „მაკდონალდსის“ სისტემაში და მსოფლიო მასშტაბით საუკეთესოს ავლენს. „ყოველივე ეს, ჩვენს თანამშრომლებში განაპირობებს ლოიალობის მაღალ დონეს და თანამშრომელთა მიერ აღიარებას, რომ „მაკდონალდსი“ საუკეთესო სამუშაო ადგილია.“- აცხადებს „მაკდონალდს საქართველოს“ HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნატა ჯავახიშვილი. Ray Kroc Award” -ის ნომინაციაში გამარჯვებისთვის, კონკურსანტი უამრავ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს, მათ შორის:
„სალომე კალაძე „მაკდონალდს საქართველოს“ ერთ-ერთი გამორჩეული დირექტორია, რომლიც ამჟამად მართავს გლდანის რესტორანს. მის მართვაში არსებული რესტორნები, ყოველთვის გამოირჩევა მომსახურების განსაკუთრებულად მაღალი ხარისხით, სისუფთავითა და მაღალი სტანდარტების დაცვით - აცხადებს კომპანიის ოპერირების კონსულტანტი გიორგი გურგუჩიანი. სულ მალე სალომე კალაძე ბათუმის რიგით მეორე რესტორნის მართვას შეუდგება, რომელიც ერას მოედანზე გაიხსნება.
(R)
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)