|
2018-05-04 10:55:35, 1860 ნახვა
სამართალი
სასამართლომ პრეზერვატივების ქართული ბრენდი „აიისა“ 500 ლარით დააჯარიმა
თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმეზე თბილისის მერია „აიისას" წინააღმდეგ გადაწყვეტილება გამოაცხადა. სასამართლომ მიიჩნია, რომ „აიისას“ მიერ, პრეზერვატივებზე თამარ მეფის გამოსახულების და ორ თითზე წამოცმული პრეზერვატივის აღბეჭდვა მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის რელიგიურ გრძნობებს ლახავს. კომპანია 500 ლარით დაჯარიმდა და პროდუქციის ამოსაღებად ერთკვირიანი ვადა მიეცა. როგორც სასამართლოს დასრულების შემდეგ კომპანიის მფლობელმა ანანია გაჩეჩილაძემ განაცხადა, გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს. „გამომდინარე ამ აბსურდული საქმის დეტალებისა, მე მქონდა დადებითი განაჩენის იმედი, თუმცა დღევანდელმა განაჩენმა ცხადყო, რომ ეს არის თანამედროვე ცენზურის ძალიან თვალსაჩინო მაგალითი. შესაბამისად, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ. ნებისმიერ შემთხვევაში ამ საქმეს მივიყვანთ გამარჯვებამდე და აუცილებლად, საკონსტიტუციო დონეზეც და გამოხატვის თავისუფლების ნებისმიერი მიმართულებით, ჩვენ მივაღწევთ იმ შედეგს, რომ მსგავსი სუბიექტური ხედვებიდან გამომდინარე არასდროს იყოს შეზღუდული ჩემი სხვა სუბიექტების ან კომპანიების უფლებები“, - განაცხადა ანანია გაჩეჩილაძემ. ცნობისთვის, სასამართლოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი თბილისის მერიამ, მოქალაქეთა გაერთიანება „ქართული იდეის“ მოთხოვნის საფუძველზე გაუგზავნა. მერიამ მიიჩნია, რომ „აიისას“ შეფუთვაზე დატანილი ვიზუალიზაცია არაეთიკურია, რადგან ლახავს საზოგადოებრივ მორალს, კონკრეტული საზოგადოებრივი ჯგუფის რელიგიურ გრძნობებსა და ეროვნულ ღირსებას. მერიამ პრეზერვატივის მწარმოებლის დაჯარიმება (500 ლარის ოდენობით) და მისთვის მსგავსი შეფუთვისა და რეკლამის სამომავლო გამოყენების აკრძალვა მოითხოვა.
15 წლის მოზარდი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინამ სევასტოპოლსა და რუსეთის რამდენიმე რეგიონზე სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა
ვიდეოს გავრცელების შემდეგ, პროკურატურამ პოლიციელთა სავარაუდო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო
SOLO და თბილისი ჰილსი ბავშვთა დღეს განსაკუთრებული ღონისძიებებით აღნიშნავენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)