|
2018-05-03 21:20:48, 1517 ნახვა
კომენტარი
მარგველაშვილი: გუშინ საქართველოს პარლამენტში მოხდა კონსტიტუციის გარანტისთვის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა
გუშინ, საქართველოს პარლამენტში უცოდინრობით, შიშით, თუ რატომ არ ვიცი, მაგრამ მოხდა გამოხატვის და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა კონსტიტუციის გარანტისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა. როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, მას დებატებში ჩართვის სურვილი ჰქონდა, თუმცა პარლამენტმა ამის შესაძლებლობა არ მისცა. „არ გავბრაზებულვარ, სამწუხაროდ, გავბეზრდი და გამიკვირდა. მერამდენი პარტიას ვიცვლი მე, ჩემზე მომართული და მესიჯბოქს აწყობილი ახალგაზრდების. მერამდენედ უნდა ვნახო ამათი აგრესია და მერე მათი დაკარგვა არეალიდან. დავიღალე ამის მოსმენით და ვიდარდე რომ არ შედგა ის საინტერესო დისკუსია, რომლის იმედიც მქონდა. ძალიან ბევრჯერ იყო ხაზგასმული, რომ ჩვენ გვექნებოდა დებატების ფორმატი, თუმცა ის არ შედგა. ჩემს მოხსენებაში ყველა მნიშვნელოვანი თემა ვთქვი, შემდეგ განმარტებები იქნებოდა. გუშინ, საქართველოს პარლამენტში უცოდინრობით, შიშით, თუ რატომ არ ვიცი, მაგრამ მოხდა გამოხატვის და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა კონსტიტუციის გარანტისთვის. ეს მოხდა იმ დღეს, რომელიც გაწერილია, როგორც პრეზიდენტის დღე, როდესაც ის პარლამენტის წინაშე უნდა წარსდგეს. მე როგორც საქართველოს მოქალაქეს არ მაქვს შეზღუდული სიტყვის თავისუფლება, მოვალ და ეთერში ვისაუბრებ - ეს არც პრეზიდენტობამდე მიჭირდა და არც მერე, მაგრამ საზოგადოებისთვის ამ კონსტიტუციური ფორმატის შეზღუდვა არის ცუდი. ეს არის ის გზა, რომელსაც საქართველო არ უნდა დაადგეს. როდესაც შევეცადე, რომ დისკუსიაში ჩავრთულიყავი. ჩემთვის ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტს, რომლის დღეც არის, შემაწყვეტინეს. ეს არის საზოგადოების შეურაცხყოფა, როდესაც პრეზიდენტს არ აძლევენ შესძლებლობას პასუხის გაცემის“, - განაცხადა მარგველაშვილმა.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)