|
2018-05-03 14:34:44, 1650 ნახვა
ეკონომიკა
„ვისოლ ჯგუფმა“ ქუთაისში „ვენდისა“ და „დანკინ დონატსის“ ამერიკული რესტორნები გახსნა
„ვისოლი ჯგუფის” შვილობილი კომპანია „MP დეველოპმენტი“ რეგიონებში კომერციული უძრავი ქონების განვითარებას განაგრძობს. ქუთაისის ცენტრში, რუსთაველის გამზირის #5-ში, მორიგ კომერციული უძრავი ქონების ობიექტი გაიხსნა, სადაც „ვენდისა“ და „დანკინ დონატსის“ ამერიკული რესტორნები განთავსდა. ახალგახსნილი რესტორნები „ვენდისთვის“ მე-10, ხოლო „დანკინ დონატსისთვის“ მე-19 ობიექტია. „ვენდისა“ და „დანკინ დონატსის“ რესტორნების გარდა ამავე შენობაში „საქართველოს ბანკის“ საბანკო მომსახურების „მეტი ურთიერთობის“ მოდელის ახალი ფილიალიც გაიხსნება. „ვენდისა“ და „დანკინ დონატსის“ ამერიკული რესტორნების ოფიციალურ გახსნას ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია, „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე და „ვენდის“ ამერიკული დელეგაცია დაესწრნენ. „კომერციული უძრავი ქონების განვითარება ჩვენი ჯგუფისთვის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული მიმართულებაა. ჩვენ უკვე რამოდენიმე სავაჭრო ცენტრს ვფლობთ ქვეყანაში, სადაც ძირითადი არენდატორები „ვენდისა“ და „დანკინ დონატსის“ ამერიკული რესტორნების გარდა, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი - „კარფური“, ქვეყნის წამყვანი ბანკები და სხვადასხვა პროფილის მაღაზიებია. „ვენდისა“ და „დანკინ დონატსის“ ახალ ობიექტებზე „ვისოლ ჯგუფმა“ 50-მდე ადგილობრივი დაასაქმა და ჩვენ ერთად კიდევ ბევრი საინტერესო პროექტის განხორციელებას შევძლებთ, რითაც მოკრძალებულ წვლილს შევიტანთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების საქმეში“, - აცხადებს „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე. „ვენდისა“ და „დანკინ დონატსის“ რესტორნები „დრამ შოუს“ ენერგიული წარმოდგენით გაიხსნა და მომხმარებლებს საინტერესო აქციებიც შესთავაზა. „ვენდიმ“ ახალი რესტორნის გახსნა ახალი მექსიკური ბურგერის - “არრრიბას“ და ახალი განსაკუთრებული გემოს მქონე, ჰალაპენიოს სოუსით შეზავებული ქათმის ბურგერის და კარტოფილი ფრის ტრიოს შეთავაზებით აღნიშნა. „დანკინ დონატს“ კი სპეციალურად მხოლოდ ქუთაისის მომხმარებლებისთვის ყავასა და დონატი მენიუზე სპეციალური ფასი ჰქონდა. "ვენდის" ამერიკული რესტორნების ქსელის განვითარება „ვისოლ ჯგუფმა" 2013 წელს დაიწყო, ამერიკული რესტორნების უმსხვილეს ოპერატორთან “დანკინ დონატსთან” კი „ვისოლ ჯგუფმა“ ფრანჩაიზინგის ექსკლუზიურ ხელშეკრულებას ხელი 2014 წელს მოაწერა. „მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივის ფარგლებში 2015 წლის დეკემბრიდან ამერიკული რესტორნების ქსელმა „ვენდიმ“ და „დანკინ დონატსმა“ იმპორტი ქართული პროდუქტებით ჩაანაცვლა და მომხმარებელს ახლა უკვე საქართველოში დამზადებულ ყოველდღიურად ახალ, მაღალი ხარისხის, უგემრიელეს კერძებს სთავაზობს.
(R)
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)