|
2018-05-02 20:13:00, 1529 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: პრეზიდენტს დარბაზიდან გასვლისთვის საბაბი სჭირდებოდა, მას დისკუსია და დებატები არ უყვარს
„პრეზიდენტს მხოლოდ საბაბი სჭირდებოდა სხდომათა დარბაზიდან გასვლისთვის. მას არ უყვარს დისკუსია და დებატები“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „სამწუხარო ნიშანი მისი მოღვაწეობისა, იყო ე.წ. კინკლაობა. ეს ტერმინის ხშირად გამოიყენებოდა, როდესაც საქმე ეხებოდა პრეზიდენტთან ურთიერთობას და დღესაც, მისი დღევანდელი მოქმედებაც იყო ამ სამწუხარო პრაქტიკის კიდევ ერთი გაგრძელება. ჩვენ გვაქვს რეგლამენტით გათვალისწინებული გაწერილი პროცედურა დებატებზე. ეს პროცედურა ჩვენ გავნიხილეთ ერთად ბიუროს სხდომაზე და ამ განხილვას ესწრებოდა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი. მას არც ერთი შენიშვნა პროცედურასთან დაკავშირებით არ ჰქონია. ეს არის დამატებითი არგუმენტი, რომელიც ცხადყოფს, რომ პრეზიდენტს მხოლოდ საბაბი სჭირდებოდა სხდომათა დარბაზიდან გასვლისთვის. მას არ უყვარს დისკუსია, დებატები, საწინააღმდეგო აზრის მოსმენა, რაც არაერთხელ დაადასტურა. დღესაც ამის გამოვლინება კიდევ ერთხელ ვიხილეთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ცნობისთვის ცოტა ხნის წინ პრეზიდენტმა დებატების კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელება მოითხოვა, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნა, რომ ეს რეგლამენტის დარღვევა იქნებოდა. ამის შემდეგ პრეზიდენტმა პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვა და განაცხადა, რომ დარბაზში იმ შემთხვევაში დაბრუნდებოდა, თუ დისკუსიაში ჩართვის საშუალება მიეცემოდა. პარლამენტმა რეგლამენტის შეცვლასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. რეგლამენტის შეცვლის მომხრე 28 დეპუტატი იყო, წინააღმდეგი კი, 50. შესაბამისად, დებატების პრეზიდენტის გარეშე გაგრძელდა
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)