|
2018-05-02 17:16:42, 1406 ნახვა
კომენტარი
მდინარაძე პრეზიდენტზე: კეთილი ინებოს და ჩამოვიდეს თავისი კაბინეტიდან - მის ხუშტურებზე ნუ ვივლით
„კეთილი ინებოს, ჩამოვიდეს თავისი კაბინეტიდან, რომელიც გააჩნია ამ პარლამენტში, დაჯდეს, დაიცვას კანონი და პატივი სცეს საზოგადოებას“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტის მიერ სხდომათა დარბაზის დატოვებასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, ყველა პრეზიდენტს, რომელიც „იმ მოჯადოებულ სასახლეში“ შევიდა, მოუნდა, რომ პარლამენტმა და საზოგადოებამ მის ხუშტურებზე იაროს. „პრობლემა, იცით, რა მგონია? სერიოზულად რომ ვლაპარაკობთ ახლა ამ ყველაფერზე. კაცს ჰქონდა საათი და მეტიც შეეძლო ელაპარაკა და გამოიყენა 23 წუთი და ილაპარაკა არაფერზე. ვერ გაიგო ვერავინ, რაზე ილაპარაკა. ზუსტად იცოდა, რა აქცენტები დაისმებოდა და არცერთ კითხვაზე, რაც საზოგადოებას აწუხებს, პასუხები არ გასცა. ოპოზიცია გვთავაზობს დამატებით, რომ რადგან მცირედი გამონაკლისი დავუშვით და ბოლოში ჰქონდა პასუხის საშუალება მისივე სასარგებლოდ, ახლა საერთოდ გადავდოთ რეგლამენტი გვერდით და მის ხუშტურებზე ვიაროთ. ეს ყველაფერი იმიტომ, რომ იმ მოჯადოებულ სასახლეში ვინც შევიდა, ყველას მოუნდა, რომ მის ხუშტურებზე იაროს ყველამ - პარლამენტმაც და საზოგადოებამაც. ვერ გამოვიდნენ ამ მოჯადოებული წრიდან. კეთილი ინებოს, ჩამოვიდეს თავისი კაბინეტიდან, რომელიც გააჩნია ამ პარლამენტში, დაჯდეს, დაიცვას კანონი, პატივი სცეს საზოგადოებას, მაგრამ ეს არ გამოუვიდა ამ წლების განმავლობაში და დღეს შეიძლება ვერ მოახერხოს. ჩვენ მის ხუშტურებზე ნუ ვივლით“, - განაცხადა მდინარაძემ. ცნობისთვის, პარლამენტში მიმდინარე დებატების დროს, გიორგი მარგველაშვილს რამდენიმე დეპუტატისთვის პასუხის გაცემა სურდა, თუმცა მას ამის საშუალება პარლამენტის თავმჯდომარემ არ მისცა. ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ პრეზიდენტს პასუხების გაცემა დასკვნით სიტყვაში შეუძლია და სხვა შემთხვევაში რეგლამენტის დარღვევა მოხდებოდა. ამის შემდეგ, პრეზიდენტმა რეგლამენტის შეცვლა მოითხოვა და მანამდე სხდომათა დარბაზი დატოვა.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)