02:55 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-02 16:42:16, 1447 ნახვა

კომენტარი
კობახიძე პრეზიდენტზე: ეს არის უპატივცემულობა - მიჩნდება ეჭვი, რომ ეს იყო წინასწარ განსაზღვრული ნაბიჯი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის მიერ სხდომატა დარბაზის დატოვებას ეხმაურება. 

მისი თქმით, პრეზიდენტს აქვს ყველანაირი შესაძლებლობა, რომ ყველა კითხვას პასუხი გასცეს და განმარტა, რომ ამისათვის შესაბამის პროცედურაა დადგენილია. 

"საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით არის დადგენილი დებატების გამართვის პროცედურა. რეგლამენტის თანახმად ჯერ გამოდიან ფრაქციები, მერე სხვა სუბიექტები, მათ შორის უმცირესობა, უმრავლესობა, ვიცე-სპიკერები, სპიკერი და ამის შემდეგ აქვს მომხსენებელ პრეზიდენტს საკუთარი დასკვნითი სიტყვით გამოსვლის უფლება. პრეზიდენტს აქვს ყველანაირი შესაძლებლობა, რომ ყველა კითხვას პასუხი გასცეს, ამისათვის დადგენილია შესაბამისი პროცედურა და ზუსტად ამის გამო გამოდის მომხსენებელი გიორგი მარგველაშვილი ბოლოს. ბატონ გიორგის და ქალბატონ ადას არ მოსწონთ ჩვენი რეგლამენტი და შეგვიძლია ვიმსჯელოთ იმაზე, როგორ შეიძლება გადაიხედოს პარლამენტის რეგლამენტი. თუმცა ის რაც გააკეთა ბატონმა გიორგიმ, სამწუხაროდ ეს არის საქართველოს კანონის, პარლამენტის უპატივცემულობა, რაც ძალიან სამწუხაროა, და მე ისეთი ეჭვი მიჩნდება,რომ ეს იყო წინასწარ განსაზღვრული ნაბიჯი", -განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics