|
2018-05-02 13:48:31, 1377 ნახვა
კომენტარი
ბაქრაძე: პრეზიდენტს არ უხსენებია მძიმე პრობლემები - ვისურვებდი, უფრო გულწრფელი ყოფილიყო
"ევროპული საქართველოს" წევრი დავით ბაქრაძე პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას ეხმაურება. როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, პრეზიდენტმა თავის მოხსენებაში ქვეყნის წინაშე არსებულ ბევრ პრობლემაზე არ ისაუბრა. ,,პრობლემების იმ ნაწილს, რომელიც პრეზიდენტმა ჩამოთვალა თავის გამოსვლაში რა თქმა უნდა მთლიანად ვეთანხმებით და ვიზიარებთ, მაგრამ ეს გახლავთ მხოლოდ მცირე ნაწილი იმ პრობლემების, რომელიც დღეს ქვეყანაში არსებობს და რომელიც მოიტანა ქართული ოცნების მართვამ. პრეზიდენტს არ უხსენებია ის ძალიან მძიმე პრობლემა, რომელიც უკავშირდება ადამიანების გატაცებას ოკუპირებული ტერიტორიებიდან და არჩილ ატატუნაშვილის მკვლელობა. მას არ უსაუბრია გაზრდილ კრიმინალზე, რომელიც დღეს აწუხებს ბევრ ოჯახს. არ უსაუბრია კორუფციაზე, რომელიც თანდათან ბრუნდება და მკვიდრდება საქართველოში. ვისურვებდი, რომ პრეზიდენტს ეხსენებინა პოლიტიკური დევნის და არაფორმალური მართვის საკითხები, რომელიც რეალურად დგას საქართველოში. პრობლემების იმ მცირე ნაწილითაც კი, რომელიც პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში ახსენა, ნათელია, რომ ქვეყანაში არის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა. მთავარი, რაც უნდა იყოს პრეზიდენტის გამოსვლაში და რაზეც ჩვენ ვისაუბრებთ იქნება ის, თუ ვინ არის პასუხისმგებელი დღევანდელ ვითარებაზე. არ შეიძლება მუდმივად პასუხისმგებლობიდან გაწევა, როგორც ამას აკეთებს ქართული ოცნება. ჩვენ მიგვაჩნია, რომ დღევანდელ სურათში ლომის წვლილი და წილი აქვს შეტანილი სწორედ "ქართულ ოცნებას" და ხელისუფლებას. ვისურვებდი, რომ პრეზიდენტი უფრო გულწრფელი ყოფილიყო შეფასებაში თუ რამ მოიტანა ის პრობლემები, რომელზეც მან ისაუბრა საკუთარ გამოსვლაში", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)