00:23 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-01 13:01:53, 1704 ნახვა

კომენტარი
ფოფხაძე 17 მაისზე: რაიმე თარიღის აღნიშვნა-არაღნიშვნა კომიტეტის პრეროგატივა არ არის

„არ მგონია, რომ კომიტეტის მხრიდან რაიმე თარიღის აღნიშვნა ან არ აღნიშვნა იყოს პოლიტიკური, ან რაიმე განსაკუთრებული შეფასებების საგანი”, - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ ჟურნალისტებს დღეს პარლამენტთან, ლგბტ ორგანიზაცია ”თანასწორობის მოძრაობის” მიერ გამართული საპროტესტო აქციის შეფასებისას.

”ყველას თავისი მოსაზრება აქვს და მე არამგონია, რომ ამ შემთხვევაში კომიტეტის მხრიდან რაიმე თარიღის აღნიშვნა ან არ აღნიშვნა იყოს პოლიტიკური შეფასებების, ან საერთოდ რაიმე განსაკუთრებული შეფასებების საგანი. ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით ვერავინ დაგვაბრალებს შეურიგებლობის პოზიციას. რაიმე თარიღის აღნიშვნა-არაღნიშვნა კომიტეტის პრეროგატივა არ არის. შესაბამისად ვისაც როგორ უნდა ისე აღნიშნავს 17 მაისს”, - აცხადებს გედევან ფოფხაძე.

ცნობისთვის, „თანასწორობის მოძრაობის“ მხარდამჭერები პარლამენტის შენობასთან ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო კილაძის განცხადებას აპროტესტებდნენ. როგორც მათ აღნიშნეს, კილაძის განცხადებიდან ჩანს, რომ კომიტეტი ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის აღნიშვნას აღარ აპირებს იმის მიუხედავად, რომ 17 მაისის ყოველწლიურად აღნიშვნა 2017 – 2020 წლების სამოქმედო გეგმაში იყო გათვალისწინებული. აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ სოფო კილაძე სისტემატიურად უგულებელყოფს ადამიანის უფლებებს და მისი გადადგომა მოითხოვეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics