|
2015-05-23 15:50:51, 410 ნახვა
საზოგადოება
ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილეებმა დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს
უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის ინიციატივით და ლოცვა-კურთხევით 23 მაისი „აფხაზეთობის“ დღედ გამოცხადდა. „აფხაზეთის“ დღესთან დაკავშირებით ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილეებმა გრიგოლ გიორგაძემ და შოთა რეხვიაშვილმა. მემორიალთან საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს. „ჩვენ ვუერთდებით, უწმინდესისა და უნეტარესის მიერ დაარსებულ დღეს აფხაზეთობას, ჩვენი უწყებისთვის ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან ჩვენი ყოველდღიური საზრუნავია ვიზრუნოთ იმ ადამიანებზე, რომლებმაც საომარი ვითარების გამო დატოვეს თავიანთი სახლ-კარი, თავიანთი კუთხე. პირველ რიგში ჩვენ მოვედით იმ გმირების პატივსაცემად, რომლებმაც ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლას შესწირეს სიცოცხლე“ - განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ.
უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების გამო, პუტინმა რუსეთში საზოგადოებრივი გადაადგილება სრულად შეაჩერა
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)